საზოგადოებასაქართველო

„თბილისი ცენტრალში“ მდებარე „ოქროს ბირჟა“ 2 კვირით დაიკეტა

„თბილისი ცენტრალში“ მდებარე ე.წ. ოქროს ბირჟა 2 კვირით დაიკეტა. შესაბამისი გადაწყვეტილება დირექტორმა, ეთერ ყიფიანმა მიიღო. მისი თქმით, ცენტრალში მომუშავე 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათ სხვა თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონიათ, თუმცა პრევენციის მიზნით დროებით„ოქროს ბირჟის“ დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს.

ყიფიანმა აღნიშნა, რომ ხუთივე ინფიცირებული მკურნალობას საავადმყოფოში გადის, თანამშრომლები კი თვითიზოლაციაში გადავიდნენ, რათა სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულაც მოხდეს რეაგირება.

ცნობისთვის, 5 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 375 ადამიანი, 4 კი გარდაიცვალა.

mtavari.tv

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close