საზოგადოება
„სუიციდის მცდელობა ორჯერ მქონდა…“ – მაია ასათიანი
მაია ასათიანი „რუსთავი 2“-ის ეთერში „პროფილის“ ახალ სეზონს იწყებს. შოუს პრომოში ის ჰყვება, თუ როგორ ჰქონდა სუიციდის მცდელობები და როგორია მისი დღევანდელი ცხოვრება.
„მე მეორედ დავიბადე, მე ცხოვრება ისევ მიხარია, მოდი აქ და გიჩვენებ ჩემს პატარა სამოთხეს… ბევრჯერ გავრცელდა ჭორი, რომ შენგან ვიყავი ორსულად… სუიციდის მცდელობა ორჯერ მქონდა… გონზე რეანიმაციაში მოვედი… როცა აღმოვაჩენ, რომ კარგად ვარ, მერე ჩემი თავის „მიტყდება“ – მაია, როგორ ხარ კარგად?!.. მეხივით დამეცა და მთელი ცხოვრება ყირაზე დამიყენა… ჩემი ცხოვრება ეს არის და სხვა არ მაქვს, მე ეს გამომივიდა… გამოგივა შენც“, – ასეთი გულახდილი ფრაზებით საუბრობს ჟურნალისტი საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე, რომლის მთავარი პათოსია – როგორ დავიწყოთ ცხოვრება თავიდან!..
კომენტარები