fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

აზერბაიჯანი კიდევ ერთი ქალაქის დაბრუნებას იუწყება

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ქვეყნის არმიამ ოკუპაციისგან გაათავისუფლა ქალაქი ჯებრაილი. სააგენტო Trend-ის ინფორმაციით, გვიან ღამით აზერბაიჯანელი ხალხისადმი მიმართვისას პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა, რომ ჯებრაილის გათავისუფლება გაკვეთილად უნდა იქცეს სომხეთისა და მისი მფარველებისთვის.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არცრუნ ოვანესიანმა ჯებრაილის გათავისუფლების შესახებ აზერბაიჯანის განცხადებას დეზინფორმაცია უწოდა.

აზერბაიჯანის ქალაქი ჯებრაილი, რომელიც მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის საზღვრებში არ შედიოდა, სომხურმა სეპარატისტულმა ფორმირებებმა 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაიკავეს.

მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური ბრძოლა 27 სექტემბრიდან განახლდა. აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ კონტროლი აღადგინა ათზე მეტ დასახლებულ პუნქტზე. სომხური მხარე ამას უარყოფს. შეიარაღებულ დაპირისპირებას უკვე ემსხვერპლა 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე.

აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლის შემდეგ კონფლიქტი, ფაქტობრივად, გაყინული იყო.

radiotavisupleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close