fbpx
ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 5-11 ოქტომბერი   

5-იდან 11 ოქტომბრის ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. ნებისმიერი ახალი საქმე, რომლის დაწყებასაც ამ დღეებში შეეცდებით, განწირული იქნება წარუმატებლობისთვის. თუ აუცილებელია, რომ დაიწყოთ, თავი დაიზღვიეთ და სათადარიგო ვარიანტები შეარჩიეთ. სხვების დახმარებაც წაგადგებათ.

 

ვერძი

ახლა საკუთარი ემოციების კონტროლი გჭირდებათ და თან ძალიან გჭირდებათ! განსაკუთრებით აკონტროლეთ საკუთარი თავი სამსახურში. კვირის დასაწყისში რომანტიკული ნაცნობობა გელით, მაგრამ ფრთხილად იყავით: ყველა, ვინც თქვენი ცხოვრების გზაზე აღმოჩნდება, გულწრფელი როდი იქნება თქვენ მიმართ.

სასიკეთო დღეები: 6, 7.

არასასიკეთო დღე: 9.

 

კურო

პრობლემები, რომლებიც დიდი ხანია ტვირთად გაწევთ, საბოლოოდ მოგვარდება ისე, რომ თქვენ არაფრის გაკეთება დაგჭირდებათ. თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ ჯერ ნუ ისაუბრებთ და ინფორმაციას ნუ გაავრცელებთ: არასოდეს იცით, გარშემო რამდენი შურიანი ადამიანია. თუმცა კარგი იქნება თქვენი სამუშაო გეგმების სხვებისთვის გაცნობა, განსაკუთრებით – თქვენი უფროსებისთვის.

სასიკეთო დღეები: 6, 8.

არასასიკეთო დღე: 10.

 

ტყუპი

პოზიტიური ცვლილებები გელით! დიდი ხანია მათკენ ისწრაფვით და ახლა მშვიდად შეგიძლიათ შედეგებით ისარგებლოთ. ფინანსურ საკითხებს უმაღლეს დონეზე მართავთ, თუმცა ეს არ დაგიცავთ მოულოდნელი ხარჯებისგან. შეეცადეთ ახლა ნაკლები იფიქროთ საკუთარ თავზე და მეტი – სხვებზე.

სასიკეთო დღეები: 7, 10.

არასასიკეთო დღე: 5.

 

კირჩხიბი

ეჭვები გაწამებთ ადრე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. დაელოდეთ ნიშანს ბედისგან! ძველი ნაცნობები ისე მოულოდნელად შემოიჭრებიან თქვენს ცხოვრებაში, რომ დროც კი არ გექნებათ, რაიმე მოიმოქმედოთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ კავშირები დაამყაროთ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას: ავადმყოფობის დიდი რისკი არსებობს.

სასიკეთო დღეები: 6, 10.

არასასიკეთო დღე: 8.

 

ლომი

დროა ყველაფერი ზედმეტი მოიშოროთ. საქმე ეხება ბინის გენერალურ დასუფთავებას. აი სამუშაო კი უმჯობესია დროებით დაივიწყოთ: ყოველ შემთხვევაში, ოფისში ცვლელებები მოსალოდნელი არ არის. ახლა შეიძლება არაადეკვატური იყოთ კრიტიკის მიმართ, თუმცა ზოგიერთი კომენტარის მოსმენა ღირს.

სასიკეთო დღეები: 6, 11.

არასასიკეთო დღე: 9.

 

ქალწული

თქვენმა პედანტურობამ შეიძლება ცუდი საქმე დაგმართოთ. ზოგჯერ მიეცით თავს უფლება და ნუ იქნებით იდეალური. ყურადღება მიაქციეთ კვებას: ზედმეტი კილოგრამების „აკრეფა“ ახლა უფრო ადვილია, ვიდრე ოდესმე. შაბათ-კვირას დაელოდეთ ახალ ამბებს, სავარაუდოდ, ისინი პოზიტიური იქნება და გაგახარებთ.

სასიკეთო დღეები: 5, 9.

არასასიკეთო დღე: 11.

 

სასწორი

ერთადერთი, რაც ამ კვირაში ხელს შეგიშლით, თქვენი არაორგანიზებულობაა. დროის უკმარისობა შეგაწუხებთ და შეხვედრებზე დაგაგვიანდებათ კიდეც. შაბათ-კვირას გააკეთეთ რაიმე თქვენთვის სასიამოვნო. ბავშვებს ახლა მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ: მათ რთული პერიოდი აქვთ.

სასიკეთო დღეები: 6, 11.

არასასიკეთო დღე: 10.

 

მორიელი

თქვენი წარმატება ახლა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მიაქცევთ ყურადღებას წვრილმანებს. კარგად დაუკვირდით თქვენს სიახლოვეს მყოფ ადამიანებს, მათ შორისაა ის პიროვნება, რომელიც თქვენ მიმართ გულგრილი არ არის. ნათესავები პრობლემებს შეგიქმნიან. სხვა რა გზა გაქვთ?! – უნდა მოაგვაროთ!

სასიკეთო დღეები: 5, 10.

არასასიკეთო დღე: 7.

 

მშვილდოსანი

ნუ გაგიკვირდებათ: ბევრი საზრუნავი გამოგიჩნდებათ. ამ პერიოდის განმავლობაში ვარსკვლავები არ გირჩევენ საჰაერო მოგზაურობას. ზოგიერთი მშვილდოსანი არსებულ სამუშაოს უფრო პერსპექტიული სამსახურით შეიცვლის. ნუ მიაჯინდებით ძველს, შეეცადეთ საკუთარი თავისთვის ახალი ჰორიზონტები დასახოთ.

სასიკეთო დღეები: 7, 11.

არასასიკეთო დღე: 5.

 

თხის რქა

გადახედეთ თქვენს გარდერობს. გარდა ამისა, უკვე დროა შეიძინოთ ისეთი რამ, რითაც ირგვლივმყოფების ყურადღებას მიიპყრობთ. ეს პერიოდი შეიძლება მოსაწყენი მოგეჩვენოთ, მაგრამ თავად შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ და გაახალისოთ საკუთარი ცხოვრება. ნებისმიერი მოგზაურობა და მეგობრებთან შეხვედრა რეკომენდებულია, ისინი ენერგიით გავსებენ.

სასიკეთო დღეები: 9, 10.

არასასიკეთო დღე: 6.

 

მერწყული

მეგობრები დაგეხმარებიან თქვენი ნიჭის გამოვლენაში, მაგრამ ფულის საკითხებში ნაცნობების იმედი ნუ გექნებათ. უკეთესია ნაკლები დახარჯოთ, სესხს კი ნუ აიღებთ. სამუშაო კვირის ბოლოს შეიძლება დაღლილობა იგრძნოთ, მაგრამ უკვე შაბათ-კვირას მას პოზიტიური განწყობა შეცვლის.

სასიკეთო დღეები: 7, 11.

არასასიკეთო დღე: 9.

 

თევზები

თუ ამ კვირაში სიზარმაცესა და დასვენებას დაივიწყებთ, დიდ წარმატებას მიაღწევთ! კარიერის მხრივ წინსვლა გელით. ვარსკვლავები არ გირჩევენ, რომ ამ ეტაპზე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით რაიმე ოპერაცია განახორციელოთ: შეიძლება პრობლემები წარმოიშვას. სამაგიეროდ შოპინგისთვის ეს კვირა საუკეთესო დროა!

სასიკეთო დღეები: 5, 10.

არასასიკეთო დღე: 8.

თამთა გურული

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close