fbpx
საზოგადოებასაქართველო

ნინი ქარსელაძე შეყვარებულია? – ნახეთ, რა ფოტოს აქვეყნებს ხათუნა ჟორდანია სოციალურ ქსელში

ნინი ქარსელაძე დედამისმა რომანტიკულ ვითარებაში დააფიქსირა

ნინი ქარსელაძე ქართველმა მაყურებელმა ბავშვობიდან გაიცნო. „ქუჩის ბიჭებთან“ ერთად შესრულებულმა სიმღერამ მას წარმატება მოუტანა, თუმცა ნინის პროფესიად მომღერლობა არ აურჩევია, იურისტობა გადაწყვიტა. ამბობს, რომ პროფესიის შერჩევაში ბიძა – მერაბ ჟორდანია დაეხმარა.

ნინი ყოველთვის ერიდება პირად ცხოვრებაზე საუბარს, თუმცა თუ სოციალურ ქსელში მისი ბოლოდროინდელი აქტივობებით ვიმსჯელებთ, გოგონა შეყვარებულია. ამას მოწმობს ხათუნა ჟორდანიას მიერ გამოქვეყნებული რომანტიკული ფოტოც, სადაც მომღერალს სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი კოცნის. მოგვიანებით ამავე მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტო ნინიმაც გამოაქვეყნა, თუმცა სახე დაუფარა. აშკარაა, რომ მომღერლის პირად ცხოვრებაში სიახლეებია.

Posted by Georgian stars on კვირა, 27 სექტემბერი, 2020

რამდენიმე თვის წინ ნინი ქარსელაძე, ზურა ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია დახმარებას ითხოვდნენ. ოჯახის წევრები საზოგადოებას ლოცვასა და გამხნევებისკენ მოუწოდებდნენ. ხათუნა ჟორდანიას მძიმე დაავადება დაუდგინეს, რის გამოც იგი სასწრაფოდ ისრაელის კლინიკაში გადაიყვანეს. ახლა ზურა ხაჩიძის მეუღლე თავს ბევრად უკეთ გრძნობს, მაგრამ ხანგრძლივი მკურნალობის კურსს აგრძელებს.

 

View this post on Instagram

 

Happy Valentine’ day, darling❤️❤️❤️ @zura_khachidze

A post shared by Xatuna Jordania (@xatunajordania) on

ნინი ქარსელაძეს დედის გამოჯანმრთელებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ამის შესახებ ხათუნა ჟორდანიამ საჯაროდ ისაუბრა. ხათუნა ჟორდანიას ფილტვის სიმსივნე დაუდგინეს. მან რამდენჯერმე გაიკეთა ქიმიოთერაპია და ბევრად უკეთაა. მისი დაავადების შესახებ ოჯახის წევრებმა შემთხვევით გაიგეს, როდესაც ხველების გამო ექიმთან მივიდნენ.

Posted by Nini Qarseladze on სამშაბათი, 04 სექტემბერი, 2018

ხათუნასთვის ზურასთან ქორწინება მეორეა. მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს ერთი შვილი, ყველასათვის კარგად ცნობილი მომღერალი ნინი ქარსელაძე. ზურა ხაჩიძისთვის კი ეს პირველი ოჯახია და მათ ჰყავთ საერთო შვილი, უსაყვარლესი ანასტასია ხაჩიძე. ქართული შოუბიზნესის წარმომადგენელთა შორის მათი ოჯახი ერთ-ერთ ყველაზე მყარ და ბედნიერ ოჯახად ითვლება.

წყარო: sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close