fbpx
საზოგადოება

როგორ გადარჩა მეწყრის ქვეშ მოყოლილი ოჯახის ერთი წევრი – გოგონა ბებიასთან იყო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოში პირველ ოქტომბერს განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად მიწის მასის ქვეშ ხუთი ადამიანი აღმოჩნდა – სახლში მყოფი დედა, მამა და არასრულწლოვანი შვილი, ასევე ავტომობილში მყოფი ორი ახალგაზრდა კაცი.

ხანგრძლივი სამძებრო ღონისძიებების შედეგად, რომელშიც ჩართულნი იყვნენ როგორც ადგილობრივი სამაშველო სამსახურები, ისე რეგიონებიდან და დედაქალაქიდან ჩამოსული მაშველები, იპოვეს ავტომანქანა, რომელშიც ბექა და ირაკლი ბოლქვაძის ცხედრები იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭები მეგობრები იყვნენ.

მოგვიანებით მაშველებმა გარდაცვლილი მაია ბერიძისა და ლევან თედორაძის ცხედრები იპოვეს. ამ ეტაპზე მაშველები მათ შვილს, დაკარგულ არასრულწლოვანს, მურმან თედორაძეს ეძებენ.

როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, გარდაცვლილ ლევან თედორაძესა და მაია ბერიძეს კიდევ ერთი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ. შემთხვევის დროს გოგონა ხულოში ბებიასთან, დედის დედასთან იმყოფებოდა. სწორედ ამიტომ, იგი ოჯახის ერთადერთი წევრია, რომელიც ცოცხალი გადარჩა.

primetime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close