ხელოვნება

ქუთაისში ქუჩის მხატვრობის ვარსკვლავების‭ მონაწილეობით KIU MURAL FEST-ი იმართება

ქუთაისში ქუჩის მხატვრობის საერთაშორისო ფესტივალი KIU MURAL FEST-ი მიმდინარეობს, რომელიც 15 სექტემბერს დაიწყო და 7 ოქტომბრამდე გაგრძელდება. KIU MURAL FEST-ი წელს პირველად იმართება, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივით, Tbilisi Mural Fest-ის ორგანიზებით. ფესტივალის‭ ‬მიზანია‭ ‬ხელი‭ ‬შეუწყოს‬ ‭ქუთაისის‭ ‬პოპულარიზაციას.

მოწვეულ‭ ‬მხატვართ‭‭ა შორის‭ ‬არიან‭ „მიურალისტები“ ‬‬გერმანიიდან,‭ ‬სერბეთიდან,‬‬ ‬‭საბერძნეთიდან,‭ ‬რომლებმაც‭ ‬წლების‭ ‬განმავლობაში‭ ‬მსოფლიოს‭ ‬სხვადასხვა‭ ‬ქალაქში არაერთი კედელი მოხატეს.‭ ამჯერად ისინი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსის შენობების მოხატვაზე მუშაობენ.

‬ფესტივალის ფარგლებში‭ ‬სტრიტარტის საერთაშორისო‭ ‬ვარსკვლავებმა‭ ‬უკვე‭ ‬შეიქმნეს‭ ‬ოთხი‭ ‬უნიკალური ნამუშევარი. საბოლოო‭ ‬ნამუშევრების‭ ‬დათვალიერება‭ ‬მსურველებს‭ ‬უკვე‭ ‬კამპუსში‭ ‬სწავლის დაწყების‭ ‬დროიდან‭ ‬შეეძლებათ.

ცნობილი‭ ‬სტრიტ‭‬არტისტების‭ ‬მიერ‭ ‬მოხატული‭ ‬მიურალებით ქუთაისის‭ ‬საერთაშორისო‭ ‬უნივერსიტეტის კამპუსის შენობები სტრიტ‭‬არტის‭ ‬მსოფლიო‭ ‬რუკაზე‭ ‬გაჩნდება, რაც უნივერსიტეტის და ქალაქის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close