კრიმინალისაქართველო

დაკავეს პედოფილიაში ბრალდებული კაცი, რომელსაც პოლიცია ეძებდა – დაზარალებული 6 წლის გოგონაა (ვიდეო)

ლაგოდეხში წუხელ პოლიციამ 58 წლის კაცი დააკავა, რომელსაც გამოძიება 6 წლის ბავშვთან სექსუალური ხასიათის ქმედებაში ადანაშაულებდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გუშინ, პირველ სექტემბერს გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქმეზე ეხება 2019 წლის ზაფხულში მომხდარ შემთხვევას, როცა ლა­გო­დე­ხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელ­ში მცხოვრებ­მა კაც­მა 6 წლის გოგონა, საკუთარი ძმის შვილიშვილი თავის სა­ძი­ნე­ბელ­ში შე­იყ­ვა­ნა და მასთან სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა.

საქმის მასალების მიხედვით გაირკვა, რომ ეს არ ყო­ფი­ლა კა­ცის მხრი­დან ბავშვზე ძალადობის პირველი შემთხვევა. ამბავი კი მას შემდეგ გახმაურდა, როცა არასრულწლოვანმა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ დედას მო­უყ­ვა.

სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ა.ა. დამნაშავედ ცნო 138-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

სააპელაციო სასამართლოს მიერ გუშინ გამოტანილი გადაწყვეტილებით გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენი, რომლის მიხედვითაც პედოფილიაში ბრალდებული უდანაშაულოდ იყო ცნობილი.

სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ ესწრებოდა, მის დასაკავებლად სახლში მისულ პოლიციას კი მამაკაცი გაქცეული დახვდა და პოლიციამ მამაკაცის ძებნა  დაიწყო.

აღმოჩნდა, რომ ბრალდებული განაჩენის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე მიიმალა.

გამოძიების ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მამაკაცმა, ძმის შვილიშვილის, 6 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა.

მამაკაცი სამართალდამცავებმა 2019 წლის 5 ივლისს დააკავეს, თუმცა გამოძიების 9-თვიანი ვადის ამოწურვის გამო იგი გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლდა.

2020 წლის 13 მაისს კი გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცი უდანაშაულოდ ცნო.

 

ბრალდების მხარემ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ბავშვის პაპის ინფორმაციით, ბრალდებული, რომელიც რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო,  პროცესებს აღარ ესწრებოდა.

„პროცესებზე აღარ დადიოდა. მოსამართლეს ატყუებდა, ვითომ დისტანციური ჩართვა უნდოდა, მაგრამ არ ერთვებოდა. არადა, სახლში მუშაობდა. დღეს სასმართლომ ჩვენი სიმართლე დაამტკიცა და 13 წელი მიუსაჯა“, – განაცხადა დაზარალებულის პაპამ.

წყარო: inedinews.ge; primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close