მსოფლიოპოლიტიკა

დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს – მელანიას კორონავირუსი დაუდასტურდათ

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და პირველ ლედის მელანია ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ ტვიტერში თავად დაწერა.

„ამ ღამით პირველმა ლედიმ და მე კოვიდ-19-ის ტესტზე დადებითი პასუხი მივიღეთ. დაუყოვნებლივ ვიწყებთ კარანტინსა და გამოჯანმრთელების პროცესს. ერთად დავძლევთ ამ დაავადებას“, – წერს დონალდ ტრამპი.

74 წლის პრეზიდენტი ტრამპი მაღალი რისკის ჯგუფშია.

აშშ-ის პრეზიდენტსა და პირველ ლედის კორონავირუსზე ტესტრირება მას შემდეგ ჩაუტარეს, რაც ვირუსი ტრამპის თანაშემწეს, ჰოუფ ჰიქსს დაუდგინდა.

ცნობისათვის, ამ დროისთვის აშშ-ში დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა (გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით) თითქმის 7,5 მლნ-ს აღწევს, გარდაცვლილია 212 ათას ადამიანზე მეტი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 4,7 მილიონს აღემატება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close