ბუბა კიკაბიძე „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიის პირველი ნომერია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი მსახიობი და მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეა. პოლიტიკურმა გაერთიანებამ საარჩევნო სია ცესკოში უკვე წარადგინა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიის ოცეული: ბუბა კიკაბიძე, გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე, კობა ნაყოფია, დევი ჭანკოტაძე, ლევან ვარშალომიძე, სალომე სამადაშვილი, ზალიკო უდუმაშვილი, ხათუნა სამნიძე, რომან გოცირიძე, თემურ ჯანაშია, ნატო ჩხეიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, კახა ოქრიაშვილი, გუბაზ სანიკიძე, აბდულა ისმაილოვი, ცეზარ ჩოჩელი, თამარ კორძაია, სულხან სიბაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ „გამარჯვების სია წარადგინა“.
„ჩვენ დღეს ცესკო-ში დავარეგისტრირეთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სია, რომელიც არის გამარჯვების სია, რადგან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებში იბრძვის მხოლოდ გამარჯვებისთვის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ“ ცესკო-ში 177-კაციანი საარჩევნო სია წარადგინა.
1tv.ge
კომენტარები