მოდა/სილამაზეიტალიაკულტურა

მილანში, მოდის კვირეულზე MOSCHINO-ს კოლექცია მარიონეტმა მოდელებმა წარადგინეს (ვიდეო)

მილანში, მოდის კვირეულზე იტალიური ბრენდის, Moschino-ს კრეატიულმა დირექტორმა ჩვენებაზე ცოცხალი მოდელები მარიონეტებით შეცვალა. ამის შესახებ The Sun-ი წერს.

გამოცემის ცნობით, პანდემიის გამო მოდის ჩვენებებზე რიგი შეზღუდვა დაწესდა. ჩვენების დროს უნდა იყოს დაცული სოციალური დისტანცია, ამიტომ დიზაინერებმა ჩვენება ახალ ფორმატში მოაწყვეს. მაგალითად, Moschino-მ თოჯინური წარმოდგენა გამართა, რომელშიც ადამიანები არ მონაწილეობდნენ.

ასე გახდნენ მარიონეტები მოდელები, ხოლო მოწვეული ცნობილი სტუმრების ნაცვლად წარმოდგენაში მონაწილეობა მათმა ორეულმა თოჯინებმა მიიღეს. მანეკენებს შორის იყვნენ ბრიტანული Vogue-ს რედაქტორი ანა ვინტური და ედვარდ ენიფული.

გამოცემის ცნობით, Moschino-ს მთავარ დიზაინერს ახალი კოლექციის შექმნა მე-20 საუკუნის სხვადასხვა საზოგადო მოღვაწემ შთააგონა. კოლექციის ფერებია სალათისფერი, ვარდისფერი და თეთრი. დიზაინერმა გამოიყენა მაქმანები და შექმნა დახვეწილი საყელოები.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close