fbpx
რას არ გაიგებ/ფაქტები

ყვავებს შეგნებული აზროვნების უნარი აქვთ – ახალი ექსპერიმენტი

„ადამიანისა და ყვავის უკანასკნელი საერთო წინაპარი 320 მილიონი წლის წინათ ცხოვრობდა. შესაძლებელია, რომ აღქმის ცნობიერება ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა და მას შემდეგ გადაეცემა“

ყვავების გონების ახალი კვლევა გასაოცარი აღმოჩენით დასრულდა – ეს ფრთხილი ფრინველები არა მხოლოდ ჭკვიანები არიან, არამედ ფლობენ ცნობიერების გარკვეულ ფორმას, შეუძლიათ შეგნებულად აწმყოში გაიაზრონ მათ გარშემო არსებული გარემო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აქვთ სუბიექტური განცდა.

ამას კი პირველად, იგივე მგრძნობიარე ცნობიერებას უწოდებენ და აქამდე მხოლოდ პრიმატებში იყო შემჩნეული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ალბათ მოგვიწევს გადავხედოთ ჩვენს წარმოდგენას ცნობიერების გაჩენის შესახებ, ისევე როგორც წარმოდგენას ფრინველთა თავის ტვინის შესახებ.

თუმცა ფრინველების თავის ტვინის სტრუქტურა პრიმატების ტვინისგან საკმაოდ განსხვავდება და არა შრეებიანი, არამედ გლუვია. მიუხედავად იმისა, რომ ყორნისებრნი – ფრინველთა ოჯახი, რომელიც ყვავებსა და ყორნებს მოიცავს – წარმოუდგენლად ჭკვიანები არიან, აქვთ პრიმატებისთვის დამახასიათებელი კოგნიტური უნარები, აქამდე უცნობი რჩებოდა, შეუძლიათ თუ არა მათ შეგნებული აზროვნება.

ამის გასარკვევად, ნიდამ და მისია კოლეგებმა ორ შავ ყვავზე (Corvus corone) ჩაატარეს ექსპერიმენტი, რათა შეემოწმებინათ, შეიძლება თუ არა, რომ ფრინველებს ჰქონდეთ სუბიექტური განცდა.

გააგრძელე კითხვა აქ: https://1tv.ge/news/yvavebs-shegnebuli-azrovnebis-unari-aqvt

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close