fbpx
საზოგადოებასაქართველო

„ხიდიდან ხტებოდა, მივუახლოვდი და ჩავეხუტე“ – ბიჭმა ახალგაზრდა ქალი გადაარჩინა

რუსთავის ცენტრალური ხიდიდან  28 წლის ახალგაზრდა ქალმა გადახტომა ცადა.

როგორც „ინფო რუსთავს“ თვითმხილველმა შაკო ქუსიკაშვილმა განუცხადა, ახალგაზრდა ქალი ხიდის მოაჯირზე იყო გადასული და გადახტომას აპირებდა, თუმცა გადააფიქრებინა და ჯებირის მეორე მხარეს გადმოიყვანა.

„ვივარჯიშე და პარკიდან რომ ამოვდიოდი, მეგონა, მეთევზე იყო, რადგან ხშირად დგანან ხოლმე აქ. რომ მივუახლოვდი, მერე დავინახე, რომ გოგო იყო.

თვითონაც დაძაბული იყო, მეც დავიძაბე, რადგან არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. დავინახე, რომ ტელეფონი და საფულე მოაჯირზე ედო და გადახტომას აპირებდა. მეც რომ მივუახლოვდი, შეეშინდა, მოვეხვიე და თვითონაც ჩამეხუტა, მერე უცბათ ქალბატონები მოვიდნენ და დამეხმარნენ, რომ გადმოგვეყვანა. შემდეგ დავამშვიდეთ კიდევაც“, – უთხრა „ინფო რუსთავს“ შაკო ქუსიკაშვილმა.

მისი თქმით, ახალგაზრდა ქალი მძიმე ემოციურ და შოკურ მდგომარეობაში იყო, სუიციდის მცდელობა კი პირადი პრობლემების გამო ჰქონდა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close