იტალიაკრიმინალისაზოგადოება

14 თვის ბავშვი კომაში ჩავარდა, ექიმებმა მის შარდში მარიხუანის კვალი აღმოაჩინეს

14 თვის გოგონა კომაში ჩავარდა სან მატეოს პოლიკლინიკში პავიაში (ლომბარდიის რეგიონი). ექიმებმა მის შარდში მარიხუანის კვალი აღმოაჩინეს. პატარა, ექიმების მცდელობით, რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელდა და მილანის არასრულწლოვანთა საქმეების სასამართლოს გადაწყვეტილებით, საბავშვო სახლში გადაიყვანეს. ამის შესახებ სააგენტო „ანსა“ წერს.

წლის და 2 თვის ბავშვი რამდენიმე დღის განმავლობაში ცუდად იყო, შემდეგ მშობლებმა, რომლებიც ლომელინაში ცხოვრობენ, შეამჩნიეს, რომ გოგონას გათანგულს ეძინა და სან მატეოს პედიატრიულ განყოფილებაში წაიყვანეს, სადაც ბავშვი კომაში ჩავარდა. ანალიზისას ექიმებმა მის შარდში მარიხუანის კვალი აღმოაჩინეს და პოლიციას შეატყობინეს. პოლიციამ გამოძიება დაიწყო დამნაშავეთა გამოსავლენად.

ამ დროისთვის ყველაზე უფრო სავარაუდო ვერსიად მიიჩნევა ის, რომ ბავშვმა აიღო და შეჭამა კანაბისის მცირე რაოდენობა, რომელიც მის მშობლებს მაგიდაზე დარჩათ ან იატაკზე დაუცვივდათ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close