ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 28 სექტემბერი – 4 ოქტომბერი

28 სექტემბრიდან 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით მზარდი მთვარის პერიოდია, 2 ოქტომბერს კი – სავსე მთვარე. წარმატება ახლა თქვენს მხარეს იქნება. ნებისმიერი სადავო საკითხი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება, ასე რომ, ეჭვი არ შეგეპაროთ და შეუპოვრად შეუდექით საქმეს! 

3-4 ოქტომბერი კლებადი მთვარის პერიოდია. კარგად დააკვირდით თქვენს მეორე ნახევარს. იქნებ თქვენი საყვარელი ადამიანი ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევა? ეჭვები უსაზღვროდ გაიზრდება, მაგრამ უმჯობესია კარგად შეამოწმოთ, სანამ რაიმე პრეტენზიას წაუყენებდეთ.

 

ვერძი

თქვენს გარემოცვაში ძალიან პოპულარული ადამიანი იქნებით, ამიტომ მიგიწვევენ სადღესასწაულო ღონისძიებებზე, რაც აუცილებლად დაგამახსოვრდებათ. სავარაუდოდ, მოგიწევთ სასმისის აწევა სხვადასხვა სამეგობრო კომპანიაში: დღეს – აქ, ხვალ – იქ. მოემზადეთ გართობისთვის!

სასიკეთო დღეები: 30, 3.

არასასიკეთო დღე: 28.

 

კურო

ახლა გსურთ შეისვენოთ და კარგად დაფიქრდეთ იმაზე, თუ რა ხდება თქვენს ცხოვრებაში. გადაწყვეტილებაზე, რომლის მისაღებადაც ახლა ემზადებით, ბევრი რამ არის დამოკიდებული იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებსაც ძალიან უყვარხართ. ეს მხედველობაში მიიღეთ და არ იჩქაროთ.

სასიკეთო დღეები: 30, 2.

არასასიკეთო დღე: 29.

 

ტყუპი

თქვენი დრო მოდის და ირგვლივ ყველაფერი ნათელ ფერებშია. სამსახურში ყველაფერი კარგად წავა. სავარაუდოდ, ახლობლები ძალებს გააერთიანებენ და ნამდვილად მეფურ საჩუქარს მოგართმევენ, რომელზეც არც კი გიოცნებიათ.

სასიკეთო დღეები: 30, 2.

არასასიკეთო დღე: 28.

 

კირჩხიბი

პლანეტების განლაგება თქვენს ენერგიას და ფულის შოვნის უნარს წარმოუდგენელ სიმაღლემდე გაზრდის.  იმდენად აქტიური იქნებით, რომ თავადვე გაოცდებით. აზრადაც არ მოუვა ვინმეს, არ მოგცეთ ის, რაც სამართლიანად გეკუთვნით. შესანიშნავია – დააგროვეთ მარაგები.

სასიკეთო დღეები: 1, 4.

არასასიკეთო დღე: 2.

 

ლომი

პასუხის გაცემა არ გაგიჭირდებათ და საკადრისს მიაგებთ ყველას, ვინც გაბედავს და თქვენი და თქვენი ახლობლების მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავს. ეს საუკეთესო პერიოდია საჯაროდ გამოსვლისა და საკუთარი აზრის დასაცავად. თქვენ მოგისმენენ.

სასიკეთო დღეები: 2, 3.

არასასიკეთო დღე: 30.

 

ქალწული

თქვენ ამაყობთ თქვენი ახლობლებით, და ახლობლები – თქვენით. გაფასებენ, უყვარხართ და პატივს გცემენ. ოჯახის მეგობრები აღფრთოვანებულები არიან თქვენი უნარით, შექმნათ ჰარმონია ოჯახში. ეს ნამდვილად არის საბაბი იმისთვის, რომ თვითშეფასება აიმაღლოთ.

სასიკეთო დღეები: 1, 3.

არასასიკეთო დღე: 29.

 

სასწორი

თქვენ გარშემო მყოფი ადამიანების ემოციები გამძაფრდება და სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება. თუმცა თქვენი დახვეწილი ინტუიცია საშუალებას მოგცემთ განასხვავოთ, თუ როდის და რას არ უნდა მიაქციოთ ყურადღება და სად ღირს თამამად ჩაებათ ბრძოლაში.

სასიკეთო დღეები: 30, 4.

არასასიკეთო დღე: 1.

 

მორიელი

სრულად აკონტროლებთ ყველაფერს, რაც თქვენს თავს ხდება, და აკონტროლებთ ასევე თქვენი სხეულის ყველა ორგანოს. დარწმუნებულნი ხართ, რომ თქვენთან ყველაფერი კარგადაა. მშვენიერი დროა დასვენებისა და განტვირთვისთვის – წაიკითხეთ საინტერესო წიგნები, კარგად გამოიძინეთ.

სასიკეთო დღეები: 30, 1.

არასასიკეთო დღე: 28.

 

მშვილდოსანი

თქვენი საყვარელი ადამიანის სტატუსს დიდ გავლენა აქვს იმ გრძნობების სიძლიერეზე, რომლებიც მის მიმართ გაქვთ. თქვენს წარმოსახვაში ახლა სიყვარული და სიღარიბე საერთოდ  ვერ ეთავსებიან ერთმანეთს. ვინ იცის, იქნებ რაღაცაში მართალიც ხართ?

სასიკეთო დღეები: 29, 4.

არასასიკეთო დღე: 2.

 

თხის რქა

მუდმივად შეჩერება და ზომაზე მეტად გათამამებული კოლეგის ჭკუის სწავლება მოგიწევთ. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, უნდა შეძლოთ საკუთარი თავის კონტროლი, მაგრამ, მეორე მხრივ, ზოგჯერ „ორთქლის გამოშვებაც“ საჭიროა, ამიტომ გულთან ახლოს ნუ მიიტანთ ყველაფერს.

სასიკეთო დღეები: 30, 3.

არასასიკეთო დღე: 29.

 

მერწყული

თქვენი სამუშაოსთვის იმდენს ვერ მიიღებთ, რამდენსაც მოელით, მაგრამ, ზოგადად, თქვენ მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება, უფრო პატივისცემით მოგეკიდებიან. თანდათანობით, მაგრამ საჭირო ქულებს დააგროვებთ ახალი სტატუსისთვის. იმავე სულისკვეთებით გააგრძელეთ.

სასიკეთო დღეები: 3, 4.

არასასიკეთო დღე: 1.

 

თევზები

პლანეტების წყალობით, თქვენს ქუჩაზე დღესასწაული დადგება. მაღალია დაწინაურების, კარიერული ზრდის ალბათობა და ეს ყველაფერი – გავლენიან ადამიანებთან მეგობრობის წყალობით. დიდი წარმატებები გელით – არ დაკარგოთ ეს კავშირები.

სასიკეთო დღეები: 1, 2.

არასასიკეთო დღე: 4.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close