fbpx
კინო/ფილმებიტექნოლოგიები

რუსეთს სურს, ტომ კრუზს კოსმოსში ფილმის გადაღება დაასწროს

კოსმოსური სააგენტო „როსკოსმოსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ისტორიაში პირველი მხატვრულ ფილმის გადაღებას გეგმავს კოსმოსში. მის შექმნაში მონაწილეობას მიიღებენ, აგრეთვე, სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხი და მოსკოვში დაფუძნებული კინოსტუდია “Yellow, Black and White”.

სააგენტოს წარმომადგენელთა განცხადებით, სურათის სამუშაო სახელწოდებაა „გამოწვევა“. მისი რეჟისორი კლიმ შიპენკო იქნება, პროდიუსერთა შორის კი „როსკოსმოსის“ გენერალური დირექტორი დმიტრი როგოზინი და რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის ხელმძღვანელი კონსტანტინ ერნსტი მოიაზრებიან. ფილმის სიუჟეტი, მასში მონაწილე მსახიობთა ვინაობა და სხვა ტექნიკური დეტალები ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.

კინოსურათს დედამიწის ორბიტაზე განლაგებულ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გადაიღებენ. ამისთვის იქ მთავარი როლის შემსრულებელთან ერთად მისი დუბლიორიც გაფრინდება. ისინი ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავი მოდულისკენ „სოიუზის“ ტიპის ხომალდით 2021 წლის შემოდგომაზე გაემგზავრებიან. „როსკოსმოსის“ განცხადებით, პროექტის მიზანი რუსეთის მიერ კოსმოსში განხორციელებული აქტივობებისა და კოსმონავტების საქმიანობის პოპულარიზაციაა.

ახალი ფილმის შესახებ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია NASA-ს ხელმძღვანელმა ჯიმ ბრიდენშტაინმა ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში ჯერ კიდევ მაისში დაადასტურა:

„NASA აღტაცებულია ტომ კრუზთან ერთად საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე ფილმის გადაღების შესაძლებლობით. პოპულარულმა კულტურამ ინჟინრებისა და მეცნიერების ახალი თაობა უნდა შთააგონოს, რათა მათ NASA-ს ამბიციური გეგმები რეალობად აქციონ“, – ვკითხულობთ ჯიმ ბრიდენშტაინის პოსტში.

popx.ge
კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close