კრიმინალისაქართველო

თბილისში 67 წლის კაცი დააკავეს 15 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობისთვის, რომელიც 3 წელს გრძელდებოდა

თბილისში პედოფილიის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს, რომელიც არასრულწლოვან მეზობელზე 3 წლის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა. 67 წლის მამაკაცს ბრალად არასრულწლოვანი ბიჭის არაერთგზის გაუპატიურება ედება.

ბრალდებული არასრულწლოვანთან იძულებით სექსუალურ კავშირს ბავშვის 12 წლის ასაკიდან ამყარებდა.
სამი წლის განმავლობაში მოზარდი ოჯახის წევრების მოკვლისა და ქონების განდგურების შიშით ხმას ვერ იღებდა. „კურიერის“ ინფორმაციით, საქმეში მოძალადის მიერ ბავშვისათვის გადაღებული ფოტოებიც დევს. სწორედ ამ სექსუალური შინაარსის ფოტოების გასაჯაროებით ემუქრებოდა მამაკაცი არასრულწლოვანს.

15 წლის ბიჭზე 3-წლიანი ძალადობის შესახებ სამართალდამცველებისათვის ცნობილი ერთ-ერთი მეზობლის მიმართვის შემდეგ გახდა. „კურიერის“ ინფორმაციით, საქმეში კიდევ რამდენიმე მეზობლის ჩვენება დევს. მათ მიერ გამოძიებისათვის მიწოდებულ ინფორმაციას დაკავებულის ოჯახი სიცრუეს უწოდებს. დაკავებულის უდანაშაულობის დასამტკიცებელ ერთ-ერთ არგუმენტად ოჯახი მის ასაკს და ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

საქალაქო სასამართლომ დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გირაოს მოთხოვნას დაცვის მხარე ნოემბერშიც აპირებს, როდესაც წინასასამართლო სხდომა გაიმართება. 68 წლის კაცს 15-იდან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close