fbpx
მსოფლიოპოლიტიკაnews

ერდოღანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვრცლად ისაუბრა რეგიონში არსებულ კონფლიქტებზე.

„სომხეთმა, რომელიც ივლისში თავს დაესხა აზერბაიჯანს, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის ის ყველაზე დიდი დაბრკოლებაა. ჩვენ რეგიონში კონფლიქტების რაც შეიძლება სწრაფად მოგვარებას ვუჭერთ მხარს, განსაკუთრებით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის. მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს გაეროსა და ეუთ-ს რეზოლუციების პატივისცემის გათვალისწინებით“, – განცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close