მოგზაურობაnews

თურნავა: ნოემბერ-დეკემბერში საბერძნეთთან ავიამიმოსვლა აღდგება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  ნათია თურნავა  საბერძნეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, საბერძნეთის ტურიზმის მინისტრთან საუბარში ამ საკითხზეც იყო მსჯელობა.

„ჩვენ ამ დღეებში ვმასპინძლობთ უნიკალურ, მაღალი დონის ფორუმს. ჩვენთან იმყოფება 15 ქვეყნის ლიდერი ტურისტული ინდუსტრიის ანუ ტურისტული დარგის ხელმძღვანელი. ისინი არიან 15 ქვეყნის მინისტრები და მოადგილეები, ვინც პირველად, პანდემიის პირობებში, ფიზიკურად შეიკრიბა და ამისთვის სწორედ საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, შეარჩიეს და აქ იმსჯელეს და მიიღეს ე. წ. თბილისის დეკლარაცია გლობალური ტურიზმის მომავალთან დაკავშირებით“, – ამბობს თურნავა.

 

მინისტრის თქმით,  სავარაუდოდ, ნოემბერ-დეკემბერში, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ფონზე, საბრძნეთთან ავიამიმოსვლა აღდგება.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close