ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 21- 27 სექტემბერი   

 21-იდან 27 სექტემბრამდე მზარდი მთვარის პერიოდია. ამ კვირაში საქმიანმა შეხვედრებმა, მიმოწერამ და მოგზაურობამ შეიძლება ახალი ჰორიზონტები გახსნას ყველასთვის. შეეცადეთ წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. ფიზიკური დატვირთვა ან სპორტით დაკავება დაგეხმარებათ აღიდგინოთ სულიერი სიმშვიდე და აიმაღლოთ სასიცოცხლო ტონუსი. შეგიძლიათ ოჯახის, მეგობრების, თანამოაზრეების და ავტორიტეტული ადამიანების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.

 

ვერძი

ამ პერიოდში რისკზე წასვლა არ ღირს. შეიძლება რთულ ვითარებაში აღმოჩნდეთ, დიდი რაოდენობით თანხა დაკარგოთ და ახლობლებთან იჩხუბოთ. ეს კვირა ვერძებს ლამაზი რომანის სასიამოვნო გაგრძელებას ჰპირდება, ურთიერთობების გაოფიციალურების პერსპექტივით.  ფრთხილად იყავით, არ გაცივდეთ.

სასიკეთო დღეები: 21, 24.

არასასიკეთო დღე: 22.

 

კურო

ცხოვრების ყველა სფეროში მნიშვნელოვანია გამოიჩინოთ ინიციატივა და შეუპოვრობა. სამსახურში მოგიწევთ დაამტკიცოთ თქვეენი მაღალი პროფესიონალიზმი, სიყვარულში – ერთგულება. ეცადეთ თავიდან აიცილოთ ემოციური დატვირთვა, ის უარყოფითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.

სასიკეთო დღეები: 22, 23.

არასასიკეთო დღე: 27 .

 

ტყუპი

ეს კვირა თქვენთვის საკმაოდ წარმატებული იქნება, შეგიძლიათ იცხოვროთ თქვენი სიამოვნებისთვის. მოსალოდნელია  ბევრი საინტერესო ნაცნობობა და სხვა სასიამოვნო მოვლენები, კარგი დასვენების ჩათვლით. შესაძლოა შორეულ მოგზაურობაში წასვლა მოგიწიოთ.

სასიკეთო დღეები: 21,26.

არასასიკეთო დღე: 23.

 

კირჩხიბი

ეს პერიოდი საკმაოდ გავლენიან ადამიანებთან მეგობრობას გჩუქნით. ისინი, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობენ თქვენს კარიერულ წინსვლას. მარტოხელები პარტნიორს ეძებენ, მაგრამ  ნებისმიერ ურთიერთობასზე ნუ დათანხმდებით.

სასიკეთო დღეები: 23, 25.

არასასიკეთო დღე: 21.

 

ლომი

გამორიცხული არ არის შეუძლოდ ყოფნა და გაციება.  შესაძლოა ცუდი განწყობა დაგეუფლოთ მატერიალური სირთულეების გამო. მოგიწევთ დახმარებისთვის მეგობრებს მიმართოთ. კვირის ბოლოს შემოსავლის მიღების ახალი შესაძლებლობები გამოგიჩნდებათ.

სასიკეთო დღეები: 24, 25.

არასასიკეთო დღე: 27.

 

ქალწული

შესაძლებელია მოულოდნელი ცვლილებები. ბევრი მოახერხებს სამსახურის შოვნას, რომელიც დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ საკმაოდ მაღალ შემოსავალს იძლევა. ოჯახურ ცხოვრებაში საჭიროა დათმობაზე წასვლა. თავის ტკივილი თუ შეგაწუხებთ, გარემო შეიცვალეთ.

სასიკეთო დღეები: 23, 26.

არასასიკეთო დღე: 21.

 

სასწორი

კვირის შუა რიცხვებში შესაძლოა დიდი ხარჯები გქონდეთ, თუმცა დახარჯული თანხა სწრაფად დაგიბრუნდებათ. შესაძლებელია ოჯახური კონფლიქტები პარტნიორის უყურადღებობის გამო.  ეცადეთ თვალები არ გადაგეძაბოთ და არ გადადოთ ვიზიტი ოკულისტთან.

სასიკეთო დღეები: 24, 27.

არასასიკეთო დღე: 22.

 

მორიელი

თქვენი ამოცანაა – ახალ გარემოებებს სწრაფად შეეგუოთ. დაეყრდენით ინტუიციას, რადგან ხანგრძლივი ფიქრის გამო არსებობს შანსების დაკარგვის რისკი. ფინანსებთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზეა. მარტოხელებს ურთიერთობები შეიძლება არ აეწყოთ. შესაძლებელია ოჯახური კონფლიქტებიც.

სასიკეთო დღეები: 22, 25.

არასასიკეთო დღე: 27.

 

მშვილდოსანი

სამუშაოს პირობები და მოცულობა მუდმივად შეიცვლება, შესაძლებელია ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოგიხდეთ. მარტოხელები რისკავენ, არაკეთისინდისიერ ადამიანს დაუკავშირდნენ,  რომელიც მერკანტილურ მიზნებს ისახავს. დაქორწინებულებს ურთიერთობის სიმტკიცეში გამოცდა ელოდებათ.

სასიკეთო დღეები: 21, 26.

არასასიკეთო დღე: 24.

 

თხის რქა

ამ კვირაში შესაძლებელია შემოსავლის გაზრდა. წინ ბევრი მოგზაურობაა, რაც ახლობელ ადამიანებში უკმაყოფილებას გამოიწვევს. შეგიძლიათ დიდი შენაძენები გააკეთოთ: საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი, მანქანა. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან ყოფნის დროს.

სასიკეთო დღეები: 22, 27.

არასასიკეთო დღე: 25.

 

მერწყული

განიხილეთ საერთო გეგმები თქვენს პარტნიორთან. ამ კვირაში კარგია იფიქროთ ერთობლივ შესყიდვებზე,  შეადგინოთ მარშრუტი სამომავლო მოგზაურობისთვის, დაკავდეთ სახლის კეთილმოწყობით და სიახლეების ძიებით. თქვენი კანი განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს.

სასიკეთო დღეები: 21, 24.

არასასიკეთო დღე: 26.

 

თევზები

სამუშაოზე დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად კოლეგებს მიმართეთ. მოულოდნელი შეთავაზება შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს, მაგრამ ხელიდან არ გაუშვათ შანსი, ყველას რჩევას ნუ დაეკითხებით. თქვენი აზრები, ძირითადად, ახალ რომანს დაეთმობა.

სასიკეთო დღეები: 22, 24.

არასასიკეთო დღე: 27.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close