პოლიტიკასაქართველო

„ქართული ოცნება“ – 38%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 15% – „ედისონ რისერჩის“ გამოკვლევა

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით კვლევითმა კომპანია „ედისონ რისერჩმა“ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ჩატარდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • „ქართული ოცნება“ – 38%;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – „გაერთიანებული ოპოზიცია“ – 15%;
  • „ევროპული საქართველო“ – 6%;
  • „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4%;
  • „ლეიბორისტული პარტია” – 3%;
  • „ლელო“ – 3%;
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 3%;
  • „გირჩი“ – 3%;
  • „მოქალაქეები“ (ალეკო ელისაშვილი) – 1%;
  • „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“ – 1%.
  • 23% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემდა ხმას.

1%-ზე ნაკლებია შემდეგი პარტიების მაჩვენებელი: „გამარჯვებული საქართველო“ (ირაკლი ოქრუაშვილი), „სამართლიანობისთვის“ (ეკა ბესელია), „თავისუფალი საქართველო“ (კახა კუკავა).

გამოკვლევა 25 აგვისტო – 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. გამოკვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2.0%-ია.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close