fbpx
მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

საფრანგეთში კაცი ბუზის მოკვლას ცდილობდა და საკუთარი სახლის ნაწილი ააფეთქა

საფრანგეთში კაცმა, რომელიც ბუზის მოკვლას ცდილობდა, საკუთარი სახლის ნაწილი ააფეთქა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 80 წელს გადაცილებული მოხუცი ვახშმობას აპირებდა, როცა მწერის ზუზუნმა შეაწუხა. მან ბუზის მოკვლა სპეციალური ელექტრონული მოწყობილობით სცადა, მაგრამ ბუზების საკლავი შემთხვევით გაზის ბალონს მოარტყა, რომელიც ჟონავდა. შედეგად, სახლში აფეთქება მოხდა.

კაცმა სახლიდან დროულად გაღწევა მოახერხა და მხოლოდ ხელი დაიწვა. „ბუზის ბედი უცნობია“, – წერს ადგილობრივი მედია.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close