მსოფლიოკრიმინალი

თურქეთში ტერორისტს 1368 წლით პატიმრობა მიესაჯა

თურქეთის სასამართლომ 2017 წლის პირველ იანვარს სტამბოლში ღამის კლუბში ტერაქტის შემსრულებელს, აბდულგადირ მაშარიპოვს 40 უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს.

საერთო ჯამში, სასამართლომ აბდულგადირ მაშარიპოვს თავისუფლების 1368 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

სტამბოლში ღამის კლუბ Reina-ზე თავდასხმა 2017 წლის პირელ იანვარს მოხდა. ავტომატით შეიარაღებულმა ტერორისტმა ჯერ კლუბის გარეთ პოლიციელი მოკლა, შემდეგ კი კლუბში შევარდა და განაგრძო სროლა შენობაში, სადაც 600-ზე მეტი ადამიანი იყო. 39 ადამიანი დაიღუპა, აქედან 16 უცხო ქვეყნის მოქალაქე, 69 ადამიანი დაშავდა.

სტამბოლის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „დაეშმა“ აიღო. 2017 წლის 17 იანვარს სტამბოლში წარმოშობით უზბეკი აბდულგადირ მაშარიპოვი დააკავეს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close