მსოფლიოსაზოგადოება

პაპი ფრანცისკე: ჭორაობა კორონავირუსზე უარესია

კვირას პაპმა ფრანცისკემ საკვირაო დალოცვის დროს თქვა, რომ „ჭორაობა კოვიდზე უარესია“ და ის კათოლიკურ ეკლესიაში განხეთქილებას იწვევს.

„ძმებო და დებო, მოდით ვცადოთ არ ვიჭორაოთ. ჭორაობა კოვიდზე უარესი ჭირია“, – თქვა პაპმა ფრანცისკემ.

პაპმა წინასწარ მომზადებული სიტყვის ტექსტს გადაუხვია და ვატიკანში გავრცელებულ ჭორაობაზე ისაუბრა. პაპმა აღნიშნა, რომ ეშმაკი „ყველაზე მეტს ჭორაობს“ და მისი მიზანი სიცრუით ეკლესიაში განხეთქილების მოწყობაა.

„ეშმაკი ყველაზე მეტს ჭორაობს. ის სხვებზე გამუდმებით ამბობს ცუდს, იმიტომ რომ მატყუარაა, რომელსაც ეკლესიის გაყოფა სურს. თუ რაიმე არასწორად ხდება, შეინარჩუნეთ დუმილი, ილოცეთ თქვენი ძმისთვის და დისთვის, ვინც შეცდომა დაუშვა, მაგრამ არასოდეს იჭორაოთ“, – თქვა პაპმა ფრანცისკემ.

პაპმა ჭორაობაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც სიტყვით მიმართვის დროს სახარების იმ ნაწილს შეეხო, რომელიც ქადაგებს, რომ თუ ვიღაც არასწორად იქცევა, მას შეცდომაზე პირადად უნდა მიეთითოს. კათოლიკურ ეკლესიაში დამკვიდრებულია „ძმური შესწორების“ პრინციპი, რომლის თანახმადაც, შეცდომის დაშვების დროს მღვდლებისა და ეპისკოპოსების შესწორება პირადად ხდება და პრობლემური საკითხები საჯაროდ არ განიხილება.

tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close