მედიცინა

ფუტკრის შხამი ძუძუს კიბოს უჯრედებს კლავს – ახალი კვლევა

ავსტრალიის ჰარი პერკინსის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფუტკრის შხამის მთავარ კომპონენტს ძუძუს კიბოს ყველაზე აგრესიული ფორმის (TNBC) უჯრედების განადგურება შეუძლია. კვლევა პირველ სექტემბერს სამეცნიერო ჟურნალ Nature Precision Oncology-ში გამოქვეყნდა. 

ფუტკრის შხამის ძირითადი კომპონენტის, მელიტინის საშუალებით, მეცნიერებმა შეძლეს ძუძუს კიბოს უჯრედების განადგურება ლაბორატორიულ პირობებში. მთელი პროცესი მხოლოდ 1 საათს მოიცავს. ამასთან, შხამის იმ კონცენტრაციამ, რომელიც მეცნიერებმა შეარჩიეს, მინიმალური ზეგავლენა მოახდინა ჯანსაღ უჯრედებზე.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მელიტინის გამოყენება შესაძლებელია ქიმიოთერაპიის პრეპარატებთან ერთად, ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ დოცეტაქსილთან კომბინაციამ თაგვებში სიმსივნე დააპატარავა.

თავად მელიტინი „თიშავს“ სასიგნალო გზებს, რომლებსაც კიბოს უჯრედები გამრავლებისთვის იყენებენ. ფუტკრის შხამი ასევე წარმოქმნის მათში ხვრელებს, რაც საშუალებას აძლევს ქიმიოთერაპიის პრეპარატს, უჯრედში შეაღწიოს.

მელიტინის საშუალებით შესაძლებელი გახდა ყველაზე აგრესიული ძუძუს კიბოს უჯრედების გარსის დაშლა. ამ ტიპის სიმსივნის მკურნალობა რთულია, რადგან ის ჰორმონალურ თერაპიას არ ექვემდებარება.

ასეთი სიმსივნე სწრაფად იზრდება და განვითარების საწყის ეტაპზევე წარმოქმნის მეტასტაზებს. ქიმიოთერაპია მას უმკლავდება, თუმცა დიდია დაავადების რეციდივის ალბათობა.

წყარო: infopostalioni.com

P. S. INFO უფრო მეტი სამეცნიერო დეტალი თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ აქ გაეცნოთ: ფუტკრის შხამში შემავალმა მოლეკულამ ლაბორატორიაში ძუძუს კიბოს უჯრედები გაანადგურა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close