იტალიაპოლიტიკა

ბერლუსკონი მილანის საავადმყოფოში მოათავსეს და ორმხრივი პნევმონია დაუდგინეს

კოვიდ-19-ით დაავადებულ იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის ორმხრივი პნევმონიის საწყისი ფორმა დაუდგინეს. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება. „ფორცა იტალიას“ ლიდერს ეს დიაგოზი კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად დაუსვეს.

ბერლუსკონი მილანის სან რაფაელეს საავადმყოფოში გამოკვლევისთვის გუშინ, 3 სექტემბერს მოათავსეს – მას შემდეგ, რაც ჩატარებული ტესტის შედეგად მას კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. ყოფილმა პრემიერმა წუხანდელი ღამე საავადმყოფოში გაატარა.

ბერლუსკონის ინფიცირების შესახებ 2 სექტემბერს გახდა ცნობილი – ინფორმაცია მისმა პირადმა ექიმმა ალბერტო ძანგრილომ გაავრცელა. მეორე დღეს პოლიტიკოსმა სატელეფონო ჩართვისას გენუაში თავისი პარტიის მიერ მოწყობილი მანიფესტაციის მონაწილეებს მიმართა და აცნობა, რომ ტემპერატურა აღარ ჰქონდა, თავს კარგად გრძნობდა და მუშაობას აგრძელებდა საკუთარ ვილაზე არკორეში, მილანთან ახლოს; მისი თქმით, აქტიურად ჩაერთვებოდა რეგიონული არჩევნებისთვის სამზადისში, რომელიც  20-21 სექტემბერს უნდა გაიმართოს, თუმცა, როგორც ჩანს, 84 წლის (29 სექტემბერს ხდება) პოლიტიკოსმა ვირუსს მთლად იოლად ვერ დააღწია თავი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close