პოლიტიკასაქართველო

მრავალეროვნულ წვრთნაში მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა საქართველოშია

ტექნიკაში შედის საბრძოლო ჯავშანმანქანები „სტრაიკერი“, ჯავშანმანქანები „ჰამერი“, ლოჯისტიკური მხარდამჭერი მანქანები და არტილერია

საქართველო მრავალეროვნული სწავლებისთვის „ღირსეული პარტნიორი 2020“ აქტიურად ემზადება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნაში მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკით დატვირთული გემი Ocean Freedom ფოთის პორტში უკვე შემოვიდა.

მათივე ცნობით, გემიდან ჩამოიტვირთა ამერიკული სამხედრო ტექნიკა – საბრძოლო ჯავშანმანქანები „სტრაიკერი“, ჯავშანმანქანები „ჰამერი“, ლოჯისტიკური მხარდამჭერი მანქანები და არტილერია, რომელიც ფოთის პორტიდან სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გადაადგილდა.

„ამერიკული სამხედრო ტექნიკის კონვოი სენაკიდან ვაზიანის მიმართულებით მარშირებით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე 6 და 8 სექტემბერს თვითსვლით გადაადგილდება.

ამერიკული სამხედრო ტექნიკით დატვირთული გემი აშშ-დან, ვირჯინიის პორტის ნორფოლკის ტერმინალიდან რუმინეთში, კონსტანცის პორტის გავლით საქართველოში, ფოთის პორტში შემოვიდა.

სწავლებაში მონაწილე ქვეყნების პირადი შემადგენლობა კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო გზით ეტაპობრივად ჩამოდის“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით.

სწავლება ოფიციალურად ვაზიანში, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე 7 სექტემბერს გაიხსნება. საქართველო „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close