სპეციალური ავიარეისი თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისი 8 სექტემბერს შესრულდება
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისის მიმართულებით სპეციალური ავიარეისი 8 სექტემბერს შესრულდება. ქართველი სტუდენტების უნგრეთში გამგზავრების და საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, რეისს ავიაკომპანია Myway Airlines-ი შემდეგი განრიგით შეასრულებს:
8 სექტემბერი, თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისი (გაფრენა 12:00, მოფრენა 19:30)
სპეციალური რეისის მიზანია ქართველი სტუდენტების ჩაყვანა უნგრეთში ან, უნგრეთის გავლით, ევროპის სხვა ქვეყნებში, სადაც ისინი სწავლობენ. რაც შეეხება ბუდაპეშტი-თბილისის მიმართულებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ბილეთების შეძენა ავიაკომპანია Myway Airlines-ის ვებგვერდზეა შესაძლებელი.
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სუბსიდირებული ბილეთების ფასი 200 ევროზე მეტი არ იქნება. ავიარეისი Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
სტუდენტებისთვის ბუდაპეშტის მიმართულებით კიდევ ერთი ავიარეისი დანიშვნის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 27 აგვისტოს განაცხადა.
კომენტარები