fbpx
სწავლაქართველები უცხოეთში

ემიგრანტებისათვის ინგლისური ენის შემსწავლელ 3-თვიან უფასო კურსზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის განხორციელდება ინგლისური ენის შემსწავლელი 3-თვიანი კურსი (კურსი არის უფასო და დაფუძნებულია დისტანციური სწავლების მეთოდზე), რომლის მიზანია ემიგრაციაში მყოფი ქართველების ცოდნის დონის ამაღლება ინგლისურ ენაში (საკომუნიკაციო დონეზე).

სასწავლო კურსი დაიწყება 15 სექტემბერს, გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ:

  • ევროპის ჯგუფი: Elementary Group (ელემენტარული): ოთხშაბათი – 19:00 სთ. (საქართველოს დროით), შაბათი – 12:00 სთ. (საქართველოს დროით)

დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ, გადახვიდეთ ლინკზე და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:

შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ „დიასპორების ალიანსს საქართველოსთვის“ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close