ბედის საჩუქარი: ყველაზე მთავარი, რაც თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს დაბადებიდან ერგო
თითოეულ ჩვენგანს დაბადებისთანავე ერგება ჯადოსნური „ზარდახშა“, სადაც ბედი თავის მთავარ საჩუქრებს გვიწყობს: ვიღაცას – უსაზღვრო სიყვარულს, ვიღაცას – კარიერულ წარმატებებს… აგრეთვე, ხასიათის თვისებებს: მათგან რომელს გამოვიყენებთ ცხოვრებაში – მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, თუმცა თითოეული ნიშნის „ზარდახშაში“ არის მხოლოდ ერთი „ინგრედიენტი“, რომლის საფუძველზეც ჩვენს საკუთარ „ბედის კოქტეილს“ ვამზადებთ.
უდავოდ, ბედის ეს საჩუქარი – ლიდერობაა! სწორედ ვერძი ისახავს დიად მიზნებს, ხოლო ოცნებისკენ მიმავალ გზაზე სხვებს შთააგონებს და სწორ გზას უჩვენებს. იგი მათ მიზნის მიღწევას ასწავლის, თავის მეორე განუშორებელ თვისებას – შეუპოვრობას იყენებს. ამის გარეშე არაფერი გამოვა!
კურო
რა თქმა უნდა, ეს არის ფულის კეთების უნარი! ტყუილად კი არ ამბობენ, რომ კურო „ოქროსია“ – ის ფულს არა მარტო გამოიმუშავებს, არამედ გამომუშავებულ თანხას შესანიშნავად ამრავლებს კიდევაც . მის „ზარდახშაში“ ბედნიერებისთვის აუცილებელი კიდევ ერთი თვისებაა – მოყვასის სიყვარული. აბა, რა თქმა უნდა – ფულმა ყველაფერი არ უნდა გადაწონოს!
ტყუპი
ახლობლის სულის გაგება – ეს ბედის ნამდვილი სჩუქარია! არავის შეუძლია ისე კარგად გაიგოს, როგორც ტყუპს, რა ხდება ახლობელი ადამიანის სულში, გაიზიაროს მასთან ერთად სიხარული და მხარი დაუჭიროს პრობლემების დროს… მაგრამ თავიდან საჭიროა, რომ მან ჰარმონია საკუთარ თავში იპოვოს.
სიბრძნის და მგრძნობიარობის ნიჭი – ეს იმდენად იშვიათია დღეს! მოსიყვარულე და მზრუნველ კირჩხიბს, ისე როგორც არავის, შეუძლია გარშემო მყოფ ადამიანებს თავისი სიბრძნე გაუზიაროს. იგი დროულად იძლევა საქმიან რჩევებს და, რაც მთავარია, სიამოვნებით უზიარებს თავის ცოდნას ადამიანებს!
ლომს ლიდერობა თავიდანვე ენიჭება, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ორ სხვა თვისებასთან ერთად კომპლექტში, როგორიცაა დიდსულოვნება და ეგოიზმი! პირველი აუცილებელია ლომისთვის, რათა ახლობელთა პრობლემები და გაჭირვება ახსოვდეს, მეორე – რათა საკუთარ თავს დაეხმაროს: ექსპერიმენტების მოყვარულ ლომს ხომ ადვილად შეუძლია ბედის საჩუქრებისგან „ზარდახშაში“ მოლოტოვის კოქტეილის მომზადება!
რა თქმა უნდა, სიმშვიდე! ქალწული მთელი მსოფლიოს სილამაზეს დაიცავს და გაუფრთხილდება. იგი თავის გარშემო ყველას და ყველაფერს სიმშვიდით აღავსებს. მას არ შეუძლია, ჩვენს სამყაროში ცუდი და ნეგატივი შემოიტანოს, არამედ მხოლოდ სიყვარული და პოზიტიური ენერგია!
შემოქმედებითი პოტენციალი! სწორედ სასწორებს მოაქვთ ადამიანებისთვის მშვენიერების განცდა. მათ აქვთ უნარი, ყოველდღიურ ყოფაშიც სილამაზე შეამჩნიონ და თავიანთი ნიჭის მეშვეობით კი გარშემო მყოფებსაც უჩვენონ სამყაროს მთელი მშვენიერება. სამყაროს სილამაზე – მათ ლექსებში, მუსიკაში, ნახატებშია!
მორიელი
მორიელმა მძიმე საჩუქარი მიიღო – სულის დანახვის უნარი! ის მაშინვე ვერ ისწავლის გარშემო მყოფების გაგებას და მიღებას, სანამ აქამდე მივა, მტკივნეული გზა უნდა გაიაროს. მორიელმა დიდი სიფრთხილით უნდა შეაზავოს თავისი ბედის კოქტეილი. მისი მთავარი მიზანია – მიიღოს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის და საკუთარ თავთან ჰარმონიაში იცხოვროს.
მშვილდოსანი
პოზიტივი – საჩუქარია, რომელიც ბედმა მშვილდოსნებს მოუმზადა, მაგრამ მათ ეს საჩუქარი ერთპიროვნულად არ უნდა გამოიყენონ. მშვილდოსნებმა ადამიანებს სიხარული უნდა მოუტანონ, არ მისცენ მათ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის, იმედის დაკარგვის საშუალება, უნდა ასწავლონ გვირაბის ბოლოს სინათლის დანახვა და პოზიტიურ ტალღზე ცხოვრება.
რა თქმა უნდა, შრომისმოყვარეობა! თხის რქა მალე მიდის იმ შეგნებამდე, რომ მხოლოდ შრომით მიიღწევა ღირსეული ცხოვრება, ამიტომაც ცდილობს ყველაფერი შეუპოვრობით მოიპოვოს, გარშემო მყოფებს შრომის სიყვარულს აჩვევს და საკუთარი მაგალითით უჩვენებს შრომით მიღწეულ შედეგებს.
მედიუმი – კავშირი სამყაროსთან – აი, ასეთი ნიჭი ებოძა მერწყულს დაბადებიდან. სწორედ იგია დამაკავშირებელი რგოლი ადამიანებსა და სამყაროს შორის და საკუთარი განვითარებული ინტუიციისა და შინაგანი ხმის მეშვეობით ადამიანებს მინიშნებებს აძლევს. მას ადამიანებისთვის სიხარული მოაქვს, მაგრამ იმისათვის, რომ ბედნიერი იყოს, საკუთარი თავიც უნდა გაახაროს ხოლმე!
სამყაროს მძაფრი აღქმა – მარტივი ნიჭი არ არის, რომელიც ბედმა თევზებს უბოძა. ძალიან ფაქიზები და მგრძნობიარენი, ისინი განიცდიან როგორც მსოფლიოში მომხდარ ყველა მოვლენას, ისე გარშემო მყოფი ადამიანების სიხარულებსა და გაჭირვებებს. ზოგიერთები ამით უსინდისოდ სარგებლობენ. თევზებო, ისწავლეთ, რომ ზედმეტი ტვირთი არ აიღოთ საკუთარ თავზე!
თამთა გურული
კომენტარები