კომპანიამ, რომელთანაც საქართველო ვაქცინის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, მოხალისეების ვაქცინაცია დაიწყო
დიდ ბრიტანეთში მოხალისეებს კომპანია AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთდათ. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
კვლევის მიზანია დაადგინოს ვაქცინის უსაფრთხოება და ვირუსის წინააღმდეგ მოქმედების ეფექტიანობა. დამტკიცებამდე, ვაქცინამ კლინიკური კვლევების 3 ფაზა უნდა გაიაროს.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ფაქტობრივად, ვირუსზე გამარჯვების ტოლფასია.
ცნობისთვის, AstraZeneca არის კომპანია, რომელთანაც საქართველო ვაქცინის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, აღნიშნული ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ერთ-ერთ ყველაზე სანდო და უსაფრთხო პრეტენდენტადაა აღიარებული.
pia.ge
კომენტარები