fbpx
მედიცინასაქართველო

კომპანიამ, რომელთანაც საქართველო ვაქცინის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, მოხალისეების ვაქცინაცია დაიწყო

დიდ ბრიტანეთში მოხალისეებს კომპანია AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთდათ. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, ვაქცინა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად შეიქმნა, ორი მონოკლონური ანტისხეულისგან შედგება. ვაქცინის კვლევის პირველ ფაზაში 18-იდან 55-წლამდე ასაკის 48 მოქალაქე მონაწილეობს.

კვლევის მიზანია დაადგინოს ვაქცინის უსაფრთხოება და ვირუსის წინააღმდეგ მოქმედების ეფექტიანობა. დამტკიცებამდე, ვაქცინამ კლინიკური კვლევების 3 ფაზა უნდა გაიაროს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ფაქტობრივად, ვირუსზე გამარჯვების ტოლფასია.

ცნობისთვის, AstraZeneca არის კომპანია, რომელთანაც საქართველო ვაქცინის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, აღნიშნული ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ერთ-ერთ ყველაზე სანდო და უსაფრთხო პრეტენდენტადაა აღიარებული.

pia.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close