fbpx
ქართველები უცხოეთში

მსოფლიოში ყველაზე პატარა მოდელი ქართველია

წლინახევრის ჯულია ჩიბირაშვილი ცნობილი ბრენდის, ,,ბიორშკას“ სახე გახდა.

რამდენიმე თვის წინ ბრენდმა, მსოფლიო მასშტაბით, კონკურსი გამოაცხადა და რამდენიმე ათას კონკურსანტს შორის კონკურსის მესვეურებმა და ჟიურის წევრებმა წლინახევრის ჯულია გამოარჩიეს.

ჯულიას სახასიათო სახითა და აქტიურობით და ფოტოსესიაზე გამოვლენილი ტალანტით მოხიბლულმა ბრენდის წარმომადგენლებმა პატარა მოდელს 12 წლამდე კონტრაქტი უკვე გაუფორმეს.

ჯულია ჩიბირაშვილი იტალიაში  მშობლებთან და უფროს ძმასთან ერთად ცხოვრობს, თუმცა მას საქართველოშიც ჰყავს უფროსი და-ძმა და ის მათ ხშირად სტუმრობს.

ჯულია გადაღებებზე სხავადასხვა ქალაქში მოგზაურობს და თავისი ასაკისთვის საკმაოდ  სოლიდური შემოსავალი აქვს.

ბრენდი ჯულიას ბანერებს მალე საქართველოშიც გამოფენს.

kartuli.kvira.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close