მედიცინამსოფლიო

კორონავირუსი: გლობალური ბრძოლა პანდემიის ახალი გავრცელების წინააღმდეგ – 800 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა

შაბათის, 22 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვმა მთელ მსოფლიოში 800 000-ს გადააჭარბა. ბევრ ქვეყანაში ინფიცირების ახალი წყაროები გაჩნდა და შეზღუდვების ზომების გამკაცრებაც მატულობს.

მთელ მსოფლიოში COVID-19-ისგან გარდაცვალების 808 000-ზე მეტი და SARS-CoV-2-ით ინფიცირების 23 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის რეგიონების მოსახლეობა ყველაზე მეტად დაზარალებულია (სულ მცირე, 255 000 ადამიანი დაიღუპა). COVID-ის მსხვერპლთა ნახევარი დაფიქსირებულია ოთხ ქვეყანაში: აშშ-ში (176 332, +1087 24 საათში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით), ბრაზილიაში (114 250), მექსიკასა (59 610) და ინდოეთში (55 794).

COVID-ით დაღუპულთა რიცხვი 6 ივნისის შემდეგ გაორმაგდა – 100 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა 17 დღეში. მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გამოცხადდა კორონავირუსის გამო პირველი გარდაცვალების ფაქტი ჩინეთში, 147 დღის განმავლობაში მსოფლიოში 400 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 77 დღის შემდეგ კი დაღუპულთა რიცხვმა 800 000-ს გადააჭარბა.

ამ ფონზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) რეკომენდაციას უწევს ნიღბის გამოყენებას 12 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში იმავე შემთხვევებსა და იმავე პირობებში, რა პირობებშიც მოზრდილებშია რეკომენდებული პირბადის ტარება. ჯანმომ ასევე რეკომენდაცია გაუწია ერთმანეთისგან „ერთი მეტრის დაშორებას“ იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო სიფრთხილის ზომებია საჭირო.

ჯანმოს ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მათი „რეკომენდაციების დაცვის მეშვეობით“ პანდემია ორ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში აღმოიფხვრება.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ შეგვიძლია გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა (…), მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული საშუალებები და იმედი ვიქონიოთ, რომ შეგვიძლია სხვა ინსტრუმენტებიც გვქონდეს, მაგალითად, ვაქცინები; მჯერა, რომ შეგვიძლია [პანდემია] დავასრულოთ გარკვეული დროში, უფრო მოკლე ხანში, ვიდრე 1918  წლის (ესპანური) გრიპი“, – თქვა გებრეიესუსმა.

„იმავდროულად, ვხედავთ, რომ დაღუპულთა და ავადმყოფთა რაოდენობა კვლავ იზრდება საერთაშორისო მასშტაბით.

ამ მომენტში ვირუსის გავრცელების ალბათობა უფრო მაღალია, თუმცა ჩვენ გვაქვს ის უპირატესობა, რომ უკეთეს ტექნოლოგიებს ვფლობთ და ვიცით, როგორ შევაჩეროთ ვირუსი“, – განაცხადა ჯანმოს თავმჯდომარემ.

გერმანიაში, რომელსაც ხშირად ასახელებენ პანდემიასთან გამკლავების მოდელად, გუშინ 24 საათში კორონავირუსის 2000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ხელისუფლების განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა და ეს უცხოეთში მაღალი რისკის ზონებიდან გერმანელი ტურისტების მასობრივმა დაბრუნებამ გამოიწვია.

ევროპის სხვა ქვეყნებში კი ინფიცირებულთა რიცხვი შედარებით უფრო მაღალი იყო (ერთ დღე-ღამეში საფრანგეთში 3602, ესპანეთში – 8000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა), რაც იმაზე მიუთითებს, რომ ძველ კონტინენტზე პანდემია ხელახლა იღებს ტემპს. იტალიაში გუშინ, 24 საათში, 1071 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა და პირველად 12 მაისის შემდეგ ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 1000-ს გადააჭარბა.

დანიაში ახლახან სავალდებულო გახდა ნიღბის გამოყენება საზოგადოებრივ ტრანსპორტში .

აზიაში, სამხრეთ კორეაში, რომელმაც აქამდე მოახერხა პანდემიის გავრცელების კონტროლი მასობრივი ტესტების სტრატეგიისა და ინფიცირებულთა კონტაქტების თვალყურის დევნების წყალობით, ორჯერ ზედიზედ 300-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, შაბათს – 332, რაც ყველაზე მაღალია მაჩვენებელია მარტის შემდეგ. ხელისუფლება აცხადებს, რომ დღეიდან სეულის მეტროპოლიტენის ტერიტორიებზე შეზღუდვებს გააძლიერებენ.

თავის მხრივ, ინდოეთმაც შემოიღო მკაცრი ზომები კოროვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად განეშის (სპილოსთავიანი ღმერთი ინდოეთში)  რელიგიურ ფესტივალზე (აღინიშნება 22 აგვისტოს), რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია.

ნინო ბაჯელიძე 

წყარო  

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close