ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთმა შავი ზღვის აკვატორიაში ბუნებრივი აირის დიდი მარაგი აღმოაჩინა. ამის შესახებ Bloomberg-ი, Euronews-ი და Reuters-ი იუწყებიან.
მარაგი თურქეთის სანაპიროსთან ახლოს, შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და რეზერვის ჯამური მოცულობა 800 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, რაც თურქეთის საჭიროებას 20 წლით უზრუნველყოფს. ამავე დროს, ბუნებრივი აირის ახალი საბადოს სრულად ამუშავებას 7-10 წელი დასჭირდება და საინვესტიციო ხარჯი 3 მილიარდ დოლარს შეადგენს.
თურქეთის კომუნიკაციის მინისტრის თქმით, პრეზიდენტი ერდოღანი მალე შესაბამის განცხადებას გააკეთებს.
გიორგი ჯანელიძე
p. s. როგორც ვხედავთ, ენერგომატარებლები საქართველოს ირგვლივ თითქმის ყველგან მოიპოვება: ირანში, აზერბაიჯანში, ჩეჩნეთში და ახლა ამ სიას თურქეთიც ემატება. სამწუხაროდ, ქართული მიწა და ზღვა ნავთობითა და ბუნებრივი აირით მდიდარი არ აღმოჩნდა. იქნებ რეალობას ასახავს ცნობილი მითი, რომლის მიხედვითაც ღმერთმა ხალხებისთვის დედამიწის განაწილებისას დაგვიანებულ ქართველებს თავისთვის გადანახული მიწა მისცა. მართლაცდა, რა საჭიროა ღვთის მიწაზე ენერგორესურსები!
კომენტარები