საზოგადოებაჯანმრთელობასაქართველო

ონკოლოგიური პაციენტები ახალი თაობის პრეპარატებისთვის დამატებით რვა ათასი ლარის დაფინანსებას მიიღებენ

სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, რომ ჩვენი მოქალაქეები, ონკოლოგიური პაციენტები დააფინანსოს და პრეპარატების ახალი თაობა, რომელიც არის ეფექტური ამ დაავადებასთან ბრძოლაში, გახადოს ყველასთვის  ხელმისაწვდომი, ვისაც ეს საჭიროება უდგას, –  ეს განცხადება 20 აგვისტოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა. მისი თქმით, ონკოპაციენტებს ახალი თაობის პრეპარატებით მკურნალობა ყველა ეტაპზე დაუფინანსდებათ.

„სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, რომ ჩვენი მოქალაქეები, ონკოლოგიური პაციენტები დააფინანსოს და პრეპარატების ახალი თაობა, რომელიც არის ეფექტური ამ დაავადებასთან ბრძოლაში, გახადოს ყველასთვის  ხელმისაწვდომი. პროგრამაში თითოეულ პაციენტზე დამატებით ანაზღაურება გამოვყავით 8 ათასი ლარის ოდენობით.

… დღემდე ფინანსდებოდა ამ პრეპარატების გამოყენების მხოლოდ გარკვეული ეტაპი და ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს საბოლოო ეტაპზე არ ჰქონდათ ხელმისაწვდომობა ამ პრეპარატებზე და უწევდათ ჯიბიდან გადახდა. ჩვენ ვიცით, რომ დაავადების ბოლო ეტაპზე ეს არის ძალიან რთული და სწორედ აქედან გამომდინარე სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, რომ ჩვენი მოქალაქეები ამ რთულ პერიოდში პრეპარატების ახალი თაობით დააფინანსოს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close