მსოფლიოპოლიტიკა

კრემლის წინააღმდეგ მებრძოლი სიკვდილს ებრძვის – ნავალნი კომაშია

ექიმები ალექსეი ნავალნის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. რუსი ოპოზიციონერი ლიდერი კომაშია. მას შემდეგ, რაც თვითმფრინავში ყოფნისას ცუდად გახდა, იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნავალნის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ოპოზიციის ლიდერი მოწამლეს.

კირა იარმიში წერს, რომ 44 წლის ნავალნი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. იგი ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა და თვითმფრინავში ცუდად გახდა. ამის გამო ავიალაინერი ომსკში დაეშვა. იარმიში ფიქრობს, რომ ნავალნი ჩაით მოწამლეს.

სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, ნავალნი კვლავ მძიმე მდგომარეობაშია.

„ვფქირობთ, რომ ალექსეი რაღაც ნარევით მოწამლეს, რომელიც ჩაიში იყო შერეული. ექიმი ამბობს, რომ ტოქსინებმა ცხელი სითხის დახმარებით სწრაფად იმოქმედა“, – აცხადებს იარმიში. მისი თქმით, ფრენამდე ნავალნიმ მხოლოდ ჩაი მიირთვა.

ნავალნი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანმიმდევრული კრიტიკოსია, რომელმაც კორუფციის არაერთი შემთხვევა გამოავლინა რუსეთში. ის ბოლო წლებში რამდენჯერმე იყო საპატიმროში, მას არ მისცეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება და არ დაუშვეს მოსკოვის მერის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

amerikiskhma.com

INFO P. S. ალექსეი ნავალნის მკურნალობისთვის მზადყოფნა გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოთქვეს.

ორივე ქვეყნის ლიდერის განცხადებით, გერმანიისა და საფრანგეთის საუკეთესო საავადმყოფოებსა და მედიკოსებს რუსი ოპოზიციის ლიდერის სამკურნალოდ ამზადებენ.

ანგელა მერკელისა და ემანუელ მაკრონის განცხადებების მიუხედავად რუსული მხარე აცხადებს, რომ პოლიტიკოსის ტრანსპორტირება ამ დროისთვის შეუძლებელია.

ალექსეი ნავალნიმ „კორუპციასთან ბრძოლის ფონდი“ ჩამოაყალიბა, რომელიც რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევის ქონების კორუფციული გზით დაგროვების საკითხს იძიებდა. 2017 წლის მარტის შუა რიცხვებში ფონდმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რის შემდეგაც მთელი რუსეთის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.

ნავალნიმ წლების განმავლობაში არაერთი ჩინოვნიკი და კრემლთან აფილირებული საჯარო პირი ამხილა, რომლებმაც ბიუჯეტის ხარჯზე კოლოსალური ქონება იშოვეს. მათ შორის არის პოპულარული სატელევიზიო გადაცემა „ჯანმრთელობის“ („Здоровье“) უცვლელი წამყვანი ელენა მალიშევა, რომლის შესახებაც მომხადებული მამხილებელი ფილმი „თქვენი საყვარელი ექიმის ოქროს სასახლე“ nostal.ge-მ მაისში შემოგთავაზათ.

p. p. s. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გერმანიაში ტრანსპორტირებისთვის თვითმფრინავი გერმანიიდან რუსეთში დღეს ჩაფრინდება. ინფორმაციას „როიტერი“ ფონდ „კინო მშვიდობისთვის“ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ფონდის წარმომადგენლები აცხადებენ, ნავალნის ტრანსპორტირებისთვის თვითმფრინავის გასაგზავნად მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთის ოფიციალურ პირებთან. ისინი იმედოვნებენ, რომ ყველა ნებართვას ამაღამ მიიღებენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close