მსოფლიოკრიმინალი

ისრაელში 16 წლის გოგო გაუპატიურებაში 30 კაცს ადანაშაულებს

ნეთანიაჰუ: „ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე“

ისრაელის პოლიცია 16 წლის გოგოს ჯგუფურად გაუპატიურების საქმეს იძიებს. ამის შესახებ გამოცემა The Times of Israel-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ინციდენტი ქალაქ ეილატის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. 16 წლის გოგო სასტუმროში მეგობრებთან ერთად ისვენებდა, შემდეგ კი აბაზანაში წავიდა. ამის შემდეგ, 30-მა ბრალდებულმა ის რიგრიგობით გააუპატიურა. მოწმეების მტკიცებით, მათ სასტუმროს ერთ-ერთ ნომერთან რიგი დაინახეს, თუმცა ამისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევიათ.

რამდენიმე ბრალდებული უკვე დაკავებულია. მათი მტკიცებით, ყველაფერი ორმხრივი თანხმობის საფუძველზე მოხდა და 16 წლის გოგო მათ რიგრიგობით ნომერში ეძახდა. თავად დაზარალებული კი ამტკიცებს, რომ ბრალდებულები ვერ შეაჩერა.

ინციდენტს ისრაელში ვნებათაღელვა მოჰყვა. მომხდარს უკვე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ბენიამით ნეთანიაჰუ. მისი განცხადებით, ეს არის დანაშაული არა 16 წლის გოგოს, არამედ კაცობრიობის წინაშე.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close