იტალიასაზოგადოება

იტალია: სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა

იტალიის რეგიონ ლომბარდიაში, ბრიანცაში 19 აგვისტოს დილით სარკინიგზო ხაზზე, სადგურ კარნატე-უსმატეზე (მილანის ცენტრალური სადგურიდან დაახ. 23 კმ) ინციდენტი მოხდა – საგარეუბნო სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. ინფორმაციას სააგენტო „ანსა“ ავრცელებს.

სატრანსპორტო კომპანია Trenord-მა უარყო ინფორმაცია, რომ ინციდენტის შედეგად მატარებლის უფროსი და მემანქანე დაშავდნენ.

საქმე ისაა, რომ იმ მომენტში, როცა შემადგენლობა რელსებიდან გადავიდა, არც მემანქანე და არც მატარებლის უფროსი ადგილზე არ იმყოფებოდნენ.

როგორც ირკვევა, ისინი წინა სადგურზე – პადერნო დ’ადაზე (ლეკო) ჩავიდნენ შესვენების მიზნით, გაჩერებული მატარებელი კი ამ ადგილზე არსებული მცირე დაქანების გამო დაიძრა და 10 კმ მომდევნო სადგურამდე პერსონალის გარეშე იარა.

გავრცელებული ინფორმაციით, უმნიშვნელოდ დაშავდა მხოლოდ ერთი მგზავრი, რომელიც მატარებელში იმყოფებოდა.

დაწყებულია გამოძიება პოლიციის მონაწილეობით ინციდენტის მიზეზების გასარკვევად.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close