პოლიტიკასაბერძნეთისაქართველო

საბერძნეთში საქართველოს ელჩის სტატია ბერძნულ გაზეთში

ერთ-ერთი წამყვანი ბერძნული გაზეთის, „კათიმერინის“ ინგლისურენოვან ელექტრონულ გამოცემაში 7 აგვისტოს გამოქვეყნდა საქართველოს ელჩის, დავით დონდუას სტატია „Georgia in pursuit of peace and stability“ („საქართველო მშვიდობისა და სტაბილურობის ძიებაში“). სტატია ეძღვნება რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავს და მასში საუბარია რუსეთიდან მომდინარე სამხედრო და ჰიბრიდულ საფრთხეებზე, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევაზე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციისა და ომით გახლეჩილი საზოგადოების შერიგების მიმართულებით.

სტატიაში აღნიშნულია, რომ  რუსეთის მხრიდან ძალის გამოყენებით ევროპაში საზღვრების გადაკეთების მცდელობამ და ორი ქართული რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციამ საშიში პრეცედენტი შექმნა. ექვსი წლის შემდეგ ყირიმის უკანონო ანექსიამ აჩვენა, რომ საქართველო არ იყო გამონაკლისი შემთხვევა. სტატიაში ხაზგასმულია, რომ რუსული მხარე ახორციელებს ჰიბრიდულ სტრატეგიას, რომლის შემადგენელი ნაწილებიცაა დეზინფორმაცია და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი.

მიუხედავად ყველაფრისა, ელჩის განცხადებით, საქართველო მზად არის გააგრძელოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა და ამისათვის აქტიურად იყენებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს. ამავე დროს, პრიორიტეტად რჩება დიალოგი და ნდობის აღდგენა საოკუპაციო ხაზის მიღმა დარჩენილ ჩვენს თანამემამულეებთან.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close