საზოგადოებატექნოლოგიები

მშობლები არასრულწლოვანი შვილის სმარტფონით გაკონტროლებას შეძლებენ

1-ლი აგვისტოდან „სილქნეტის“ ინტერნეტ მშობლის სერვისი ამოქმედდება, – ამის შესახებ „სილქნეტის“ კომერციულმა დირექტორმა, ბაჩო ჩინჩალაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა. როგორც ჩინჩალაძემ განმარტა, ახალი სერვისის მეშვეობით მშობელს შესაძლებლობა მიეცემა არასრულწლოვანი შვილის სმარტფონი აკონტროლოს.

„1-ლი აგვისტოდან იქნება ხელმისაწვდომი ახალი პროდუქტი, ე.წ. ინტერნეტ მშობლის სერვისი, რომელიც ასევე ახალია ბაზრისთვის. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი კომპანია პოზიციონირებდეს, როგორც უსაფრთხო პროდუქტის მიმწოდებელი კომპანია. დღეს უკვე ადრეული ასაკიდან ბავშვებს აქვთ სმარტფონები, აქვთ წვდომა ინტერნეტთან და ძალიან კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები იყვნენ დაცულნი სოციალურ სივრცეში, არ ჰქონდეთ დაშვება არალეგალურ საიტებზე, რაც მათთვის არის საფრთხის შემცველი. ამ ყველაფრის მონიტორინგის და ბლოკირების საშუალებას იძლევა ჩვენი ახალი სერვისი, რომელსაც აბონენტებს შევთავაზებთ.

იდეა არის შემდეგში: მომხმარებელი გაივლის რეგისტრაციას, თავის სმარტფონზე ექნება აპლიკაცია, რომელიც იქნება ქართულ ენაზე ადაპტირებული და ამ აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებლობა მიეცემა თავისი არასრულწლოვანი შვილის სმარტფონზე მოახდინოს მონიტორინგი. შესაძლებლობა ექნება, მაგალითად, დაბლოკს youtube-ლინკი, რომელიც მისი შვილისთვის სასურველი არ არის. ასევე, ონლაინ რეჟიმში შეუძლია მისი ადგილმდებარეობის დანახვა. ჩვენ გვინდა მომხმარებელს შევუქმნათ კომფორტი, რომ სრული ინფორმაცია ჰქონდეთ, თუ რას აკეთებს მათი შვილი“, – განაცხადა ჩინჩალაძემ.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close