მსოფლიოსაზოგადოება

ესპანეთში მონარქიის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

ესპანეთში მონარქიის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მადრიდში ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა.

მონარქიის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ესპანეთის დედაქალაქში მას შემდეგ გაიმართა, რაც ესპანეთის ყოფილმა მეფემ, ხუან კარლოს მეორემ კორუფციული სკანდალის ფონზე ქვეყანა დატოვა.

ყოფილმა მეფემ ქვეყნის დატოვების გეგმების შესახებ ორშაბათს, 3 აგვისტოს განაცხადა და აღნიშნა, რომ თუ პროკურორებს მისი დაკითხვა დასჭირდებოდათ, ის ხელმისაწვდომი იქნებოდა. ყოფილი მონარქი რაიმე დანაშაულის ჩადენას უარყოფს.

ხუან კარლოსმა 2014 წელს თითქმის 40-წლიანი მმართველობის შემდეგ ტახტი დატოვა და მონარქობა თავის ვაჟს, ფილიპეს გადააბარა. ამას წინ უძღვოდა კორუფციული სკანდალი და გამოძიება, რომელშიც მისი სიძე ფიგურირებდა. ასევე, ესპანეთში მწვავე ფინანსური კრიზისის დროს ხუან კარლოსი აფრიკაში სპილოებზე სანადიროდ გაემგზავრა.

ივნისში კი ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ წინასწარი გამოძიება დაიწყო ჩქაროსნული რკინიგზის კონტრაქტში ხუან კარლოსის სავარაუდო ჩართულობასთან დაკავშირებით. შვეიცარიული მედია წერდა, რომ ხუან კარლოსმა 100 მილიონი დოლარი მიიღო საუდის არაბეთისგან, რომელთანაც მაგისტრალის მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close