fbpx
newsიტალიასპორტი

2023 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას იტალია უმასპინძლებს, 2025 წელს – საქართველო?

2023 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები იტალიის ქალაქ ტრიესტეში გაიხსნება და უდინეში დაიხურება.

ზამთრის XVI ახალგაზრდული ფესტივალის მოსაწყობად 39 მილიონი ევრო რეგიონის სამთო-სათხილამურო ობიექტების განვითარებისა და რეკონსტრუქციისთვის დაიხარჯება, 7 მილიონი კი მასპინძელი მუნიციპალიტეტის რაიონების კეთილმოწყობას მოხმარდება.

ოლიმპიადა 21-28 იანვარს ჩატარდება და 14-იდან 18-წლამდე სპორტსმენები მედლებს თხილამურებით რბოლაში, ფიგურულ ციგურაობაში, ჰოკეიში, ჩრდილოურ ორჭიდშიშორტ-ტრეკში, ტრამპლინიდან ხტომაში, სნოუბორდში, კერლინგშიფრისტაილში და სკი-ალპინიზმში გაითამაშებენ.

2025 წელს კი ანალოგიური ოლიმპიური ფესტივალი, დიდი ალბათობით, საქართველოში, ბორჯომ-ბაკურიანში გაიმართება. ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტებმა ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება 2020 წლის ნოემბერში უნდა მიიღონ.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close