ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 10-16 აგვისტო

10-იდან 16 აგვისტოს ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. ამ კვირაში შეიძლება სხვადასხვა პრობლემამ იჩინოს თავი, მაგრამ თქვენი ამოცანაა, კარგი განწყობა ნებისმიერი საშუალებით შეინარჩუნოთ. სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული, როგორ შემოტრიალდება თქვენი მომავალი.

 

ვერძი

ყველა რთული საქმეები ამ პერიოდის განმავლობაში დაგეგმეთ. დიდი შანსია, რომ შედეგმა თქვენს მოლოდინს გადააჭარბოს. ახალი ნაცნობობა შეიძლება ვნებიან გრძნობაში გადაიზარდოს. ირგვლივ მიმოიხედეთ! ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს, რომლებიც დიეტაზე არიან, მოუწევთ ცდუნებებს გაუმკლავდნენ.

სასიკეთო დღეები: 12, 15.

არასასიკეთო დღე: 13.

 

კურო

ბევრი საქმე და საზრუნავი გექნებათ, და არა მარტო…  თუმცა ამით უფრო ბედნიერი და გახარებული იქნებით, ვიდრე პირიქით. შემოქმედებითი პროფესიების კუროებს შეუძლიათ უფროსებს საინტერესო იდეები შესთავაზონ. ნუ შეგეშინებათ მათთვის კარგი ხელფასის მოთხოვნა. თუ ვინმე დახმარებას გთხოვთ, განსაკუთრებით არამატერიალურს, უარი არ უთხრათ!

სასიკეთო დღეები: 11, 16.

არასასიკეთო დღე: 10.

 

ტყუპი

ეს კვირა სავსე იქნება წვრილმანი უსიამოვნებებით. დიდი პრობლემა თითქოს არაა, მაგრამ განწყობას გაგიფუჭებთ. შესაძლებელია ბევრი გეგმა ჩაგეშალოთ, ადამიანები, რომელთა იმედიც გქონდათ, დაგაღალატებენ. ამის მიუხედავად ნერვიულობა მაინც არ ღირს – ყველაფერი შეიძლება მალე სასიკეთოდ შემობრუნდეს, ამიტომ შეეცადეთ შაბათ-კვირა კარგად გაატაროთ – მაგალითად, მეგობრებთან ერთად.

სასიკეთო დღეები: 12, 16.

არასასიკეთო დღე: 14.

 

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, არანაირ ფურცლებს ხელი არ მოაწეროთ, არსებობს დიდი ალბათობა, რომ მოგატყუებენ! მარტოხელა კირჩხიბებს რომანტიკული ურთიერთობა ელით, თუმცა ხანგრძლივ, სერიოზულ ურთიერთობაზე ნუ იფიქრებთ. გარემოს შეცვლა კარგი იქნება – ეს შეიძლება იყოს, მაგ., რამდენიმედღიანი მოგზაურობა სხვა ქალაქში.

სასიკეთო დღეები: 14, 15.

არასასიკეთო დღე: 12.

 

ლომი

ფრთხილად იყავით ყოველთვის, როდესაც საქმე ფულს ეხება. უმჯობესია თანხა არავის ასესხოთ და დიდი შენაძენებისგანაც თავი შეიკავეთ. სასიყვარულო ურთიერთობებში მშვიდობა დამყარდება. ისინიც კი შერიგდებიან, ვინც დიდი ხანია ნაჩხუბარია. კარგად გაიაზრეთ, სანამ ნებისმიერ საკითხზე აზრს გამოთქვამთ!

სასიკეთო დღეები: 13, 16.

არასასიკეთო დღე: 10.

 

ქალწული

კვირის შუა რიცხვებში ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა თავი შეიძლება უზომოდ დაღლილად და ძალაგამოცლილად იგრძნონ. ეს ადვილად იკურნება – დასვენებით. მოკლევადიანი შვებულება გჭირდებათ. სამსახურში უფრთხილდით კოლეგებს, შესაძლოა ხრიკებს გიწყობდნენ. ყურადღებით იყავით და თავი არავის დააჩაგვრინოთ.

სასიკეთო დღეები: 10, 14.

არასასიკეთო დღე: 11.

 

სასწორი

დინებას მიჰყევით და ნუ მიიღებთ გლობალურ გადაწყვეტილებებს – ეს არის საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ ახლა გააკეთოთ. ყველა წამოწყებაში ახლობლები დაგეხმარებიან. კვირის შუა რიცხვებში საყიდლებზე წადით, იშოპინგეთ! დიდი შანსია, რომ ბევრ სასარგებლო ნივთს, საჩუქარს შეიძენთ და ამ ყველაფერში ბევრი ფული არ დაგეხარჯებათ.

სასიკეთო დღეები: 12, 16.

არასასიკეთო დღე: 10.

 

მორიელი

არავის გაუზიაროთ თქვენი აზრები, წინაააღმდეგ შემთხვევაში დაუცველი იქნებით. ამ კვირაში თქვენს საყვარელ ადამიანთან ხშირი ჩხუბის დიდი ალბათობაა. მთავარია შერიგება არ დააყოვნოთ, რადგან ურთიერთობის გაწყვეტის რისკის ქვეშ ხართ. ფინანსურ საკითხებში ყველაფერი მთლად კარგად ვერ იქნება. უბრალოდ, ცოტა მოთმინება გჭირდებათ, სანამ ეს პერიოდი ჩაივლის.

სასიკეთო დღეები: 10, 15.

არასასიკეთო დღე: 13.

 

მშვილდოსანი

ახლა არ ღირს თქვენი სურვილების მიხედვით იმოქმედოთ – ისინი შეიძლება ცრუ აღმოჩნდეს. შეიძლება ისეთი საქმეების გაკეთება მოგიხდეთ, რომლებიც არ მოგწონთ. ახლობლები ისე გაგახარებენ, რომ გუნება გამოგიკეთდებათ. სამსახურში უსიამოვნებაც კი ვერ გაგიფუჭებთ ამ განწყობას.

სასიკეთო დღეები: 11, 16.

არასასიკეთო დღე: 14.

 

თხის რქა

ჯერჯერობით თქვენს ცხოვრებაში ახალი არაფერი მოხდება, მაგრამ ეს უკეთესიცაა. ახლა ჯობია ძველი საქმეები მოაგვაროთ. თუ შესაძლებლობა გაქვთ, თქვენი პასუხისმგებლობა სხვის მხრებზე გადაიტანოთ, გააკეთეთ ეს. მთავარია, წვრილმანებზე ნუ იდარდებთ და ინერვიულებთ.

სასიკეთო დღეები: 10, 15.

არასასიკეთო დღე: 12.

 

მერწყული

უკონფლიქტო პერიოდი გელით. ისე დამშვიდდებით, რომ უკვე დიდი ხანია ასეთი  სიამოვნება არ გიგრძვნიათ. დროა თქვენი ოცნებები რეალობად აქციოთ! იზრუნეთ ამაზე. სამსახურში შესაძლებელია ცვლილებები. ამასთან, ვიღაცას გაუმართლებს, ვიღაცას შეიძლება სამსახურის დატოვება მოუხდეს.

სასიკეთო დღეები: 11, 16.

არასასიკეთო დღე: 13.

 

თევზები

თევზები ოდნავ ჩაიკეტნენ საკუთარ თავში, რაც ერთი მხრივ, მათ თვითკმარობაზე მეტყველებს, მეორე მხრივ კი, ამან შეიძლება ზიანი მოუტანოთ. მეგობრებთან ურთიერთობა, აზრებისა და გამოცდილებების გაცვლა – როგორც პირადის, ისე საქმიანის – ცხოვრების არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილია. წინააღმდეგ შემთხვევაში რისკავთ, რომ  წინ ვერ წახვალთ.

სასიკეთო დღეები: 10, 14.

არასასიკეთო დღე: 16.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close