newsიტალიასპორტი

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად ანდრეა პირლო დაინიშნა

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ნახევარმცველი, ლეგენდარული ფეხბურთელი ანდრეა პირლო გუნდში დაბრუნდა, ოღონდ ამჯერად ახალ პოზიციაზე.

იტალიის მოქმედი ჩემპიონის, ტურინული კლუბის ოფიციალური ინფორმაციით, იგი ძირითადი გუნდის მთავარ მწვრთნელად დინიშნა. კონტრაქტი 41 წლის სპეციალისტს 2 წლით გაუფორმდა – 2022 წლის ზაფხულამდე.

უნდა აღინიშნოს, რომ ანდრეა პირლოს სამწვრთნელო გამოცდილება აქამდე არ ჰქონია. იგი 10 დღის წინ „ბებერი ქალბატონების“ ახალგაზრდული ნაკრების დროებით მწვრთნელად დანიშნეს.

პირლომ, როგორც მოთამაშემ, „იუვენტუსში“ 5 სეზონი გაატარა, რომელიც მის ხანგრძლივ კარიერაში საუკეთესო აღმოჩნდა: „იუვენტუსის“ შემადგენლობში იგი 4-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, 2-ჯერ – ქვეყნის სუპერთასის მფლობელი, ერთხელ კი – თასის მფლობელი.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close