იტალიასაზოგადოება

ჯუზეპე კონტემ ახალ დეკრეტს მოაწერა ხელი

კორონავირუსის შემთხვევების მთლიანმა რაოდენობამ იტლიაში 250 ათასს გადააჭარბა

დღეს იტალიის მთავრობის მეთაურმა ჯუზეპე კონტემ კორონავირუსთან ბრძოლის ახალ დეკრეტს (DPCM) მოაწერა ხელი, რომელიც 9 აგვისტოდან შევა ძალაში და 7 სექტემბრამდე იმოქმედებს. ამის შესახებ „ანსა“ წერს.

ახალ დეკრეტში, სხვადასხვა ღონისძიებასთან ერთად, რომლებიც მოქალაქეების და ეკონომიკის მხარდაჭერას გულისხმობს, აგრეთვე, მოცემულია ეპიდემიის გავრცელების საწინააღმდეგო ზომები, კერძოდ: პირბადეების ტარება ისევ სავალდებულოა დახურულ საჯარო სივრცეში და ისეთ ღია სივრცეშიც, სადაც ადამიანებს შორის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა შეუძლებელია. კვლავაც აკრძალულია დიდი თავყრილობები.

დეკრეტის დებულებაში ნათქვამია, რომ ახალი დოკუმენტი ძალაშია 9 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის 11 ივნისის დეკრეტის ნაცვლად, რომელიც 14 ივლისს გახანგრძლივდა.

კონტემ სიფრთხილისკენ მოუწოდა ყველას კორონავირუსისგან თავდასაცავად, განსაკუთრებით ახალგაზრდებს: „პასუხისმგებლობით სავსე ქმედება იძლევა შედეგს“, – განაცხადა მან.

რაც შეეხება სტატისტიკას: იტალიაში გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 347 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და მთლიანობაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩთვლით, 250 ათასს გადააჭარბა (250 103) – ამ მაჩვენებლით იტალია მე-16 ადგილზეა მსოფლიოში. გასულ 24 საათში გარდაიცვალა 13 ადამიანი (გუშინ მსხვერპლთა დღიური მაჩვენებელი იყო 3) და კოვიდ-19-ის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 35203-მდე გაიზარდა. ინტენსიური თერაპიის პაციენტთა რაოდენობამაც ისევ მოიმატა ერთით და ამ დროისთვის 43-ს შეადგენს. მთლიანობაში გამოჯანმრთელებულია 201 947 ადამიანი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close