პოლიტიკაქართველები უცხოეთში

ათენში აგვისტოს ომის მეთორმეტე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ 7 აგვისტოს ათენში 2008 წლის ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გამართა: ერთ-ერთ გალერეაში ომის ამსახველი ფოტომასალა გამოიფინა და მცირე მიღება მოეწყო. 

„რუსეთს დღემდე არ შეუსრულებია ის საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის მედიატორობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმებით იკისრა. უფრო მეტიც, რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიყვანა დამატებითი სამხედრო ძალები, რითაც კიდევ უფრო დაძაბა ვითარება რეგიონში“, –  განაცხადა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით დონდუამ სიტყვით გამოსვლისას. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი დღემდე აგრძელებს პროვოკაციებს და კოვიდ-19-ის პანდემიას მისი აგრესიულობა არ შეუმცირებია, პირიქით, გააორმაგა თავისი სამხედრო და ჰიბრიდული პროვოკაციები. კერძოდ, გრძელდება უკანონო ბორდერიზაციის პროცესი და კონფლიქტის ზონაში ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავება.

ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია ჟენევის პროცესის გაგრძელება, რათა შეიქმნას უსაფრთხოების საერთაშორისო მექნიზმები და მოხდეს ლტოლვილთა უსაფრთხო დაბრუნება მათ საცხოვრებელ ადგილებში.

ღონისძიების ინიციატორმა, ახალგაზრდა ელჩმა კონსტანტინა დოლიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ უცხოეთში მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა უფრო ახლოს გააცნონ ჩვენი სამშობლო მსოფლიოს და ხელი შეუშალონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.

აგვისტოს ომის მე-12 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში საბერძნეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გიორგი ჯანელიძე

ფოტოები საქართველოს საელჩოს ფეისბუქის გვერდიდან

გიორგი ჯანელიძის ფოტო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close