მოგზაურობაnews

ავიაკომპანია LOT POLISH AIRLINES-ი ვარშავა-თბილისი-ვარშავის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს

პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი 14-15 აგვისტოს ვარშავა-თბილისი-ვარშავის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგეტო ავრცელებს. ფრენა შემდეგი განრიგით შესრულდება:

• 14 აგვისტო: ვარშავა – თბილისი (გამოფრენა ვარშავის დროით 21:45, ჩამოფრენა 15 აგვისტოს, თბილისის დროით 03:25);
• 15 აგვისტო: თბილისი – ვარშავა (გაფრენა თბილისის დროით 04:25, ჩაფრენა ვარშავის დროით 06:10).

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 7 აგვისტოს მიანიჭა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close