იტალიაპოლიტიკა

იტალია: ლომბარდიის პრეზიდენტის მშობლებს შვეიცარიის ბანკში ანგარიში აქვთ

ლომბარდიის რეგიონის (მილანი) გუბერნატორის, ატილიო ფონტანას მშობლებს ანგარიში აქვთ გახსნილი შვეიცარიის ერთ-ერთ ბანკში, აგრეთვე, ისინი ფლობენ კომპანიას, რომელიც ბაჰამის კუნძულებზეა დარეგისტრირებული. ამის შესახებ გამოცემა Il Sole 24 Ore იუწყება.

ქვეყნიდან ფულის გატანის იტალიური „მოდა“… შემთხვევა, რომელიც ათასობით სხვა შემთხვევის მსგავსია, – წერს გამოცემა.

ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ ეს ქონება რეგიონის პრეზიდენტ ატილიო ფონტანას უშუალოდ უკავშირდება და მისი მშობლები კომპანიის და ანგარიშის მხოლოდ ფორმალური მფლობელები არიან.  წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია, რატომ უნდა გახსნან 74 წლის მოქალაქეებმა ანგარიში შვეიცარიის ბანკში, ხოლო 8 წლის შემდეგ, 82 წლის ასაკში, დაარეგისტრირონ ფირმა ბაჰამის კუნძულებზე, თავიანთი საცხოვრებელი ადგილიდან 7 ათასი კილომეტრის დაშორებით, – სვამს კითხვას გამოცემა.

ფონტანა რაიმე კანონდარღვევას გამორიცხავს და გაკვირვებას გამოთქვამს, რატომ არ შეუძლიათ მის მშობლებს თავიანთი ფული შეინახონ იქ, სადაც მოესურვებათ.

შეგახსენებთ, რომ ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტი ატილიო ფონტანა მატეო სალვინის „ჩრდილოეთის ლიგის“ (ან, უბრალოდ, „ლიგა“) წევრია და მის მიმართ პერიოდულად სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას სალვინის პარტიის წარმომადგენლები პოლიტიკურად მიკერძოებულს უწოდებენ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close