AEGEAN AIRLINES-ი ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს
მიმდინარე წლის 21-22 აგვისტოს ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
ფრენის განრიგი:
• 21 აგვისტო: ათენი – თბილისი (გამოფრენა 23:30, ათენის დროით; მოფრენა 03:20, თბილისის დროით);
• 22 აგვისტო: თბილისი – ათენი (გაფრენა – 04:10, თბილისის დროით; ჩაფრენა 06:05, ათენის დროით).
ფრენა Airbus A 320-ის ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 5 აგვისტოს მიანიჭა.
„ბილეთის შეძენის მიზნით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები